(gmtv.ge)”რატომ არ გასაჯაროვდა ჩემი ვიდეოჩვენება და რატომ არის ამბოხის ყველა მთავარი ორგანიზატორი მოკლული?” თემურ შაშიაშვილი

მაინც რა მოხდა 1998 წლის 19 ოქტომბერს? რატომ დღემდე არ გამოქვეყნებულა სამხედრო პროკურატურაში გაკეთებული ჩემი ვიდეოჩვენება, რომელიც იმ პირობით მივეცი, რომ ის საჯარო გახდებოდა? რატომ არის ამბოხის ყველა მთავარი ორგანიზატორი მოკლული? რატომ და ვინ მოკლა ამბოხის ხელმძღვანელი აკაკი ელიავა მაინდამაინც ზესტაფონში?

თემურ შაშიაშვილი

„ოდითგან ოქტომბერი ქართველთათვის ეროვნული სიამაყის თვე იყო. ამ თვესთანაადაკავშირებული დიდი ქართული დღესასწაულები. სულიერებასთან, უფლის დიდებასთან,ტრადიციებთან დაკავშირებული დღესასწაულები. ქართველთა და საქართველოს შვილთაამ განწყობას საბჭოთა პერიოდმაც კი ვერაფერი დააკლო. მე ვფიქრობ, რომ გააძლიერაკიდეც. 1990 წლის 28 ოქტომბერმა დიდი ქართული გვირგვინი დაადგა ოქტომბერს.საქართველო ერთ ეროვნულ ძალად აქცია. ქვეყანა თავისუფლების და დამოუკიდებლობისგზას დაადგა. მაგრამ, როცა გვეგონა, რომ ყველაფერი ცუდი დამთავრდა, ვიფიქრეთ, რომსამშვიდობოს გავედით, მაშინ დაიწყო უბედურება. ერთ ეროვნულ მუშტად შეკრულიქვეყანა, შიდა გამყიდველების და ყოველგვარი ეროვნულის, მართლმადიდებლობის,ტრადიციების მომშლელ გარე ძალების შეკავშირებით დაიწყო მძლავრი ანტიქართული,ანტისახელმწიფოებრივი პროცესი, 1991 წლიდან საქართველო გამყიდველებიდანგამყიდველებამდე პოლიტიკური ეპოქებით ცხოვრობს.

ამ პერიოდიდან მოყოლებული საქართველოში მთავარ პოლიტიკურ არენად იქცა ქუჩა,ქვეყანაში მძლავრობს ემოცია. პოლიტიკამ დაკარგა გონება, ასპარეზი აქვთ გამყიდველებს –პარტიიდან პარტიაში მომთაბარეებს, ასპარეზი აქვთ ქუჩის პოლიტიკოსებს.დამოუკიდებელ საქართველოს პრაქტიკულად ქუჩა და ქუჩის პოლიტიკოსები მართავენ.ქუჩა აერთებს ქუჩის პოლიტიკოსებს სკამისა და ხელისუფლებისათვის ბრძოლაში დახელისუფლებაში მისულთ ქუჩავე შლის სკამების გაყოფისათვის ბრძოლაში. ამ ბრძოლაში დაიკარგა საქართველო.

თითქოს ეს ყველამ ვიცით, ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ ყველა არჩევნებში ისევ და ისევგონებას ფული ამარცხებს. ფული კი ყოველგვარი ტრადიციულის წინააღმდეგ მიმართულგარე ძალებს ბევრი აქვთ, საყრდენებიც კარგი იშოვეს ქვეყანაში და ქვეყანა, რომელსაცყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან წარმატების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, დაამშიეს დადააუძლურეს. ხალხი ადვილად მართვადი გახადეს.

მძიმე რამეს ვამბობ, მაგრამ ვამბობ პირდაპირ. ქვეყანაში,სადაც უფალი უნდა მეფობდეს,პოლიტიკური ფულით გავსებული მედროვენი და მოღალატენი მეფობენ!

სწორედ ოქტომბერი იქცა ასეთი ძალების გაფეტიშების თვედ.

1998 წლის 19 ოქტომბერი და NDI-ს კვლევების გამოქვეყნება ჩემთვის ერთი მედლის ორი მხარეა, ერთი სასწორის ორი ჯამია.

მაშინ რუსეთიდან ანტიქართული ძალებისგან იყო მართული ყველაფერი. ცენტრადბათუმი იყო მიჩნეული, ბათუმიდან იმართებოდა დასავლეთიდან თბილისისაკენ ტანკების მსვლელობა.

ბოლო წლების და განსაკუთრებით, წლევანდელი ოქტომბერის, მთავარი მამოძრავებელიძალა დასავლეთის მასონურ-სატანისტური ძალებია. მაშინაც დოლარებით სავსე ჩემოდნებიეჭირათ ხელში ანტიქართული საქმეების სათავეებთან მდგომთ, დღესაც დოლარებითსავსე ჩემოდნებით ებრძვიან ყველაფერს ქართულს, განსხვავება ერთშია: რუსული ტანკიშეცვალა მეგობრად წოდებულმა სატანამ.

პრაქტიკულად არ შეცვლილა მთავარი მოქმედი გმირები. 1998 წლის 19 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი სწორედ ბათუმში იყო, როგორც მერე თვითონ იტყვის „შემთხვევით”.ჩემი აზრით კი სიტყვა „შემთხვევითობა” მოჰყვა დამარცხებას,გამარჯვების შემთხვევაში კიის დროშით შემოვიდოდა თბილისში.

დღესაც, ჩვენს ქვეყანაში ანტიქართულ პროცესებს უკვე მეორე საზღვაო ქალაქიდან –ოდესიდან მართავენ მისი ხელდასხმით ანტიქართულად მომართული ძალები. გარეძალებისათვის დიდი სიმდიდრეა ასეთი ფიგურა, რომელიც ადვილად მართვადია დადემოკრატიის თამაშით, პატრიოტიზმის საფარველს ქვეშ ყოველგვარი ქართულის დაცვის საბაბით რეალურად ანტიქართულ საქმიანობას ეწევა.

ერთი, ყველაზე საშიში განსხვავება მაშინდელ და დღევანდელ მოვლენებს შორის იმაშია,რომ 1998 წელს საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობდა პოლიტიკური პარტია – სექტა.დღეს კი „ნაცმოძრაობის” ნარჩენები გადაიქცა ერთ პოლიტიკურ სექტად. და დარჩენილიწევრები პრაქტიკულად პოლიტიკური სექტის წევრებად იქცნენ აქედან გამომდინარე შედეგებით.

საქართველოსთვის მეტად მძიმე შედეგების მომტანია ისიც, რომ 1998 წლის უმძიმესი დღისანალიზი არ მოხდა, იმ მოვლენების როგორც დამარცხებულ, ასევე გამარჯვებულმონაწილეებს არ აწყობდათ იმ კაცის პროპაგანდა, ვინც ავბედით დღეს თბილისისაკენდაძრულ ოცზე მეტ საბრძოლოდ გამართულ ტანკს და საომარი ჟინით ანთებულ,ემოციების ზღვარზე მყოფ, კბილებამდე შეიარაღებულ სამხედროებს საკუთარი სიცოცხლისფასად გადაუდგა წინ და თბილისისკენ დაძრული კოლონები არ გამოატარა. ხაზს ვუსვამ,კოლონები მხოლოდ თბილისისკენ მოიწევდნენ, ისინი მხოლოდ გატარებას მოითხოვდნენ,არაფერი სხვა არ სურდათ, მაგრამ იმერეთმა და ქუთაისმა არ გაუშვეს ტანკები დადედაქალაქი კატასტროფისგან იხსნეს. ბევრს არ აწყობდა იმ პიროვნების და იმერეთის პროპაგანდა, ამიტომაც მიიჩქმალა ეს ყოველივე.

მინდა, ვიფიქრო, რომ მაშინ პრეზიდენტი შევარდნაძე ჰუმანური მოტივებიდანგამომდინარე მოქმედებდა, უფრთხილდებოდა რა ჩემს სიცოცხლეს, როცა მთხოვდა, რომკოლონები გამეტარებინა. შევარდნაძესთან ჩემი სატელეფონო საუბრის მომსწრეა ორიპიროვნება: მაშინდელი ქუთაისის მერი ბატონი ბადრი მელქაძე და იმერეთის სამხარეოადმინისტრაციის აპარატის უფროსი ბატონი რამაზ მხეიძე.

ამ საუბარს პარალელურ ტელეფონზე ისმენდა მეუფე კალისტრატე (პრეზიდენტმა მაშინდარეკა, როცა ტელეფონით ვსაუბრობდი მეუფესთან).

შევარდნაძის თხოვნაზე ჩემი პასუხი იყო: „გადაივლიან ჩემზე და მხოლოდ ამ შემთხვევაშიშეძლებენ თბილისისკენ წამოსვლას! თქვენ შეგიძლიათ, გამათავსუფლოთ, მე ვიქცევი ისე,როგორც საჭიროდ მიაჩნია იმერეთს და ქუთაისს”. ვამაყობ ამ გადაწყვეტილებით, რომლისძალა იმერეთმა და ქუთაისმა მომცეს. უარყოს ვინმემ, რომ დილით როცა სამტრედიაშიმარტო ჩავედი და დავხვდი ტანკებს წინ, 50–მდე პოლიციელი, სამხარეო პოლიციისუფროსთან ერთად, განიარაღებული და ხელებაწეული ჰყავდათ იარაღის ქვეშ. იქდაბეჩავებულ მდგომარეობას სიკვდილს ვამჯობინებდი…

წლებია გასული იმ მოვლენიდან, მაგრამ დღემდე არც 19 ოქტომბრის, არც ეპოქის ანალიზი გაუკეთებია ვინმეს. ერთადერთი, ვინც ხმამაღლა თქვა ამ ხნის განმავლობაში, რომ ეპოქისანალიზის გარეშე საქართველოს მომავალი არ აქვს, არის „ქართული ერთობის დარბაზი”და მე სრულად ვეთანხმები ამ მოსაზრებას.

მაინც რა მოხდა 1998 წელს? უამრავი კითხვა არსებობს. რატომ ჩატარდა ლტოლვილთაყრილობა აჭარაში მაინცდამაინც იმ დღეს? რატომ იყო მიხეილ სააკაშვილი ზუსტად 19ოქტომბერს ბათუმში, საიდანაც დაიწყო ამბოხი? რატომ ჩავიდნენ ლტოლვილთაყრილობის მონაწილეები იმავე დღეს სამტრედიაში? რატომ გაემართა ფეხით მაინცდამაინციმ დღეს თბილისისკენ ლტოლვილთა ჯგუფი კაკუბავას ხელმძღვანელობით? რატომჩამოვიდნენ ისინი სამტრედიაში მანქანებით და მხოლოდ სამტრედიიდან დაიწყეს ფეხითმსვლელობა,რატომ არ წამოვიდნენ ფეხით ბათუმიდან, თუ ფეხით მსვლელობა იყომთავარი? რატომ დაემთხვა მათი მსვლელობა სენაკის სახედრო ნაწილში ამბოხს დანაწილიდან ტანკების მსვლელობას თბილისისკენ? რატომ მოჰყვებოდა ამბოხებულებსმხოლოდ „რუსთავი-2“, მაშინ, როცა იქ სხვა ტელევიზიებს არ უშვებდნენ.? დღემდე რატომარ არის სრულად ნაჩვენები მთლიანად ის მასალა, რაც ტელევიზიამ გადაიღო? რატომდღემდე არ გამოქვეყნებულა სამხედრო პროკურატურაში გაკეთებული ჩემი ვიდეოჩვენება,რომელიც იმ პირობით მივეცი, რომ ის საჯარო გახდებოდა? რატომ არის ამბოხის ყველამთავარი ორგანიზატორი მოკლული? რატომ და ვინ მოკლა ამბოხის ხელმძღვანელი აკაკიელიავა მაინდამაინც ზესტაფონში? უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა… ერთია მხოლოდფაქტი, პროცესებს ხელმძღვანელობდა „მოქალაქეთა კავშირი”, რომლის გენერალურიმდივანიც მაშინ იყო მიხეილ სააკაშვილი. სამწუხაროდ, დღემდე ამ მოვლენების შეფასებაარ გაკეთებულა, შედეგი კი ყველასთვის სავალალოა.

დღესაც იგივე ხდება. მაგრამ თუ პროცესებს წლების წინ რუსეთიდან დაფინანსებული, არცთუ შეკრული პოლიტიკური პარტიები მართავდნენ, დღეს უკვე სექტებად ქცეული,დასავლეთიდან გაცილებით უფრო მძლავრად დაფინანსებული პოლიტიკური ძალებიაწარმოებენ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას .

ეჭვი მეპარება, რომ ხვალ რომელიმე გაზეთი ან ტელევიზია გაიხსენებს 1998 წლის 19ოქტომბერს. რადგან მაშინაც და დღესაც საქართველოში მოქმედებს ერთი და იგივე,გარედან მართვადი ანტიქართული ძალები, რომლებსაც არ აწყობთ ამ მოვლენებისგახსენება და ანალიზი, ერთი შემიძლია ხაზგასმით ვთქვა. საქართველოს ისტორიამ არ იცისუფრო მეტად გარედან მართული პიროვნება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილია. ხატოვნად რომვთქვათ, ის დღეს ოქროს ფონდია როგორც რუსეთის რეაქციული, ასევე დასავლეთისმასონური ძალებისთვის, თუნდაც იმ მიზნით, რომ საქართველოში მუდმივიდაპირისპირებები გააღვივონ, აქ მეფობდნენ ქუჩის პოლიტიკოსები და ვერასდროსგაიმარჯვოს გონიერმა ძალამ.

ჩვენ, ვისაც ქართული სული გვიდგას, ვინც პატივს ვცემთ წარსულს და ვინც ეროვნულიიდეით გაერთიანებულ სახელმწიფოზე ვფიქრობთ, უნდა შევძლოთ მასონური ძალებისშეჩერება, რომელსაც საქართველოში წარმოადგენენ „სოროსის ფონდი“, NDI,„თავისუფლების ინსტიტუტი“, ასევე ის არასამთავრობოები, ვინც გარედან ფინანსდება დამალავს დაფინანსების მასშტაბებს, კატასტროფაა, რომ დღევანდელი ხელისუფლების 80პროცენტი და წინა ხელისუფლების 100 პროცენტი სწორედ ამ ინსტიტუტებისწარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, საუბარია ხელისუფლების უმაღლესეშელონებზე პრეზიდენტიდან დაწყებული, პარლამენტის თავმჯდომარითა დამინისტრებით, რიგითი პარლამენტარებით დამთავრებული.

დღეს ქართველობა, ქართულისადმი პატივისცემა, საქართველოს შვილობა და ნამდვილი მეგობრობა მძიმე ჯვარის ტარების ტოლფასია. მაცხოვარმა საკუთარი სიცოცხლის ფასადადამიანებს თავისუფლება მისცა. ჩვენ მოვალენი ვართ, თავისუფლების ჯვარი ღირსებით ვატაროთ!”

„თეთრების” ლიდერი მზადაა, დაინტერესების შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლებთან გაიხსენოს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი დრამატული თარიღი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეც თვითონ იყო იმერეთის გუბერნატორის რანგში.

წყარო: http://www.gmtv.ge/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *