(geomediatv)„ეს არის გადაბრუნებული და ანტიქართული აზროვნება…”

პარტია „თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას ბრიფინგს

ეხმიანება და აცხადებს:

-„ეს არის გადაბრუნებული და ანტიქართული აზროვნება…

მთელ მსოფლიოს აზანზარებს ჩინეთი მისი ეკონომიკით.ყველას ეშინია მასთან თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება…სომხებმა მოილაპარაკეს, არ შესულიყვნენ ჩინელთა მაღაზიებში და ამით ისინი გამოაძევეს … ბევრი თვლის,რომ არადემოკრატოულ და კომუნისტურ ჩინეთთან ურთოერთობა დიდ რისკებს შეიცავს…

მსოფლიოში არ არის ქვეყანა (რუსეთს გარდა), რომელიც ცდოლობდეს ჩინეთთან დაახლოებას…გამონაკლისი ჩვენ აღმოვჩნდით, ყველა კარი გავხსენით,უდიდეს სამუშაოებს ვასრულებინებთ- შემოსულ ინვიდტიციებს ჩინური ფირმები იყვისებენ, ჩინური სოფლების რაოდენობა წარმოუდგენლად იზრდება (ქუთაისის საავტომობოლო ქარხნის უნიკალური ტეროტორიაც მათ ჩავუგდეთ ხელში ).

ჩემი დასკვნა: თუ ჩვენ გვინდა საქართველო ქართველებით,ქართული კულტურითა და ქართული ცნობიერებით,ქართული ეკონომიკითა და დაცული ულტრაგლობალური გავლენებისაგან,-ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არასწორია,პირდაპირ ვიტყვი დანაშაულია,ეროვნული ინტერესების ღალატის ტოლფასია… თუ გვინდა ქართულისაგან თავისუფალი და გლობალიზმის მიერ შეაჭმული საქართველო,მაშინ ეს ნაბიჯი სწორია.

მე იმ ხალხთან ერთად ვარ,ვინც ქართულზე,დავით აღმაშენებლის გზის გაგრძელებაზე ფიქრობს.

გთხოვთ,ნახოთ ეს მასალებიც http://www.tetrebi.org/?s=ჩინეთი&submit=Search
და პარლამენტის კომიტეტის თავჯდომარის ქვემოთ მოცემული კომენტარიც“

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *