(GEOMEDIATV) “სამწუხაროა, რომ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადებით აშშ საკუთარ ავტორიტეტს ანადგურებს საქართველოში!..”

“შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო. კანონის უზენაესობის ერთგულება ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველამ უნდა დაიცვას კანონი, არამედ იმასაც, რომ სამართლებრივი სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური შურისძიების იარაღად. ჩვენ ამ და სხვა დაკავშირებულ საქმეებს ყურადღებით ვაკვირდებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის პრინციპების განუხრელი დაცვის მნიშვნელობას”

ამ განცხადებას პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ეხმიანება და აცხადებს:

მინდა ვიფიქრო, რომ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის-“ეროვნული თანხმობისათვის”-კონგრესის სესია ამ პრობლემებს რელიეფურად გამოკვეთს
○○○○○○○○○○○○\○○○○○○○\○○

სამწუხაროა,რომ აშშ საკუთარ ავტორიტეტს ანადგურებს საქართველოში და ყოველ მოაზროვნე ადამიანში…ამის დასტურად ეს განცხადებაც საკმარისია და ისიც,ვისაც საქართველოში ჩამოსული ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ხვდება…არ აინტერესებთ ,არც მეცნიერების,არც კულტურისა და ხელოვნების ცნობილი მოღვაწეების,არც უბრალო ადამიანების და არც ქართული განწყობის პოლიტიკური პარტიების,პოკიტიკოსების აზრი…

აშშ ის ყოველი ხელისუფლებისათვის მთავარია,რას ეტყვიან მისი ყურმოჭრილი მონა პოლიტიკოსები და მათგან ფინანსირებადი არასამთავრობოები…

ჩვენ ყველას,ვისაც საქართველო გვიყვარს , აშშ ის მტრებად, მოწინააღმდეგეებად გვთვლიან, ქართველთმოძულეებს -მეგობრებად…ზუსტად ისე,როგორც საბჭოთა ხელისუფლებები აკეთებდნენ.მაგრამ ესენი უფრო შენიღბულად და ჭკვიანურად.

პატრიარქთან ყოველი შეხვედრა,სატყუარაა..ფოჩვიანი კამფეტია მორწმუნეთათვის…მათგან ფინანსირებადი პოლიტიკოსები, არასამთავროები-წარმოუდგენლად ებრძვიან ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას,მართლმადიდებლობას.მხოლოდ ერთი მაგალითი. აშშ ის ყველაზე დიდი მეგობრები საქართველოში,ან რელიგიური სექტის წევრია,ან ათეისტი(ბოკერია,ბერძენიშვილი,სოროსელები, თავისუფლების ინსტიტუტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა..)

ვაჟა-ფშაველა 20 უშიშარ, შემართულ,მოუსყიდავ კაცს ეძებდა და მათი ერთობით რეალურად თვლიდა საქართველოს ხსნას უცხო სახელმწიფოდა კოლონიური გავლენისაგან…

ეს დღესაც ძალაშია…დრო დადგა,როცა ასეთი ერთობა სასიცოცხლოდ არის მნიშვნელოვანი მრავალტანჯული საქართველოსთვის.სხვაგვარად ვერ დავიხსნით თავს,ვერც რუსეთისა და აშშ ის, (ეს ჩამონათვალი იზრდება.. ჩინეთი,თურქეთი,არაბული სამყარო…) იმპერიული ძალებისგან…არადა ამსახელმწიფოწბთან ნამდვილი მეგობრობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია..

ვწუხვარ ,მაგრამ პირდაპირ მიწევს იმის თქმა,რომ არ შეიძლება მეგობრად ვთვლიდეთ იმ უცხო ძალებს,რომლებიც იცავენ და მეგობრობენ იმ პოლიტიკურ ძალებთან და პოლიტიკისებთან,
რომელთაც 10 წლოლიანი მმართველობის გამო ქვეყანაში ეს მდგომარეობაა…იმ ძალებთან, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ დამანგრეველ პროცესს…

დარწმუნებული ვარ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის-“ეროვნული თანხმობისათვის”-კონგრესის სესია ამ პრობლემებს რელიეფურად გამოკვეთს.

ნახეთ,ეს მცირედი ნაწილია იმისა,რაც უცხო ძალთა მოყვანილმა პოლიტიოსებმა,პოლიტიკურმა ძალებმა და მათმა მხარდამჭერმა გარედან ფინანსირებულმა ძალებმა უქნეს საქართველოს.

http://www.tetrebi.org/?page_id=3390

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *