(gmtv.ge)სად არის ქვეყნის პრობლემა?..თემურ შაშიაშვილი

 

 

სად არის ქვეყნის პრობლემა? პოლიტიკოსთა სიმრავლეში? არა!

საქართველოში პოლიტიკოსთა რაოდენობა ერთი ხელის ხუთ თითზე შეიძლება ჩამოთვალო. საქართველოს უბედურება სწორედ იმაშია, რომ პოლიტიკოსები არ ჰყავს.

პარტიათა სიმრავლეში? – არა!

საქართველოს პრობლემაა ის, რომ კლასიკური ტიპის პარტიები არ ჰყავს და მეგობრობის ნათესაობის და კლანურობის პრინციპით იქმნება პარტიები.

სად არის პრობლემა, ივანიშვილში? – არა!

ივანიშვილმა იყიდა ყველა და ყველაფერი – ვისი და რისი ყიდვაც შეიძლებოდა. პრობლემა მათშია, ვინც იყიდება. ყველა პარტია, ვინც მასთან იყო ალიანსში ან სააკაშვილთან , არიან გაკოტრებულები, რადგან მათ აჩვენეს, რომ შეიძლება მათი ყიდვა. ყველა პარტია, ვინც თავის დროზე „მოქალაქეთა კავშირთან“, მერე „ნაციონალებთან“, ხოლო მერე „ოცნებასთან“ იყვნენ ალიანსში, სწორედ ის პარტიები არიან, რომლებიც იყიდებიან.

სად არის პრობლემა, „ნაცმოძრაობაში“? – არა, რადგან „ნაცმოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ იგი სექტაა და ყველა. ვინც მას მისცემს ხმას , ხდება სექტის წევრი.

სად არის პრობლემა – სააკაშვილში? – არა.

მათ თვითონაც იცის, რომ ბოროტი ძალაა, მაგრამ პრობლემა სააკაშვილი გახდა იმის გამო, რომ რეალურად მას არ აქვს გაჩერების საშუალება, და რაც უფრო იზღუდება მისი მომავალი უკრაინაში, უფრო აგრესიული ხდება ის ქვეყნის მიმართ. ეს ბოლო პერიოდი ამას ადასტურებს კიდეც.

სად არის პრობლემა, უფულოებში? არა!

პრობლემა სწორედ ფულშია. ფულიანებსა და უფულოებში, ფულიანები ყიდულობენ უფულოებს და ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა. ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მოკლა გაჭირვებამ და იმ პოლიტიკურ პარტიებს თუ მათ ნარჩენებს, ვინც არენაზეა „მოქკავშირით“ და „აღორძინებით“ დაწყებული და დღევანდელი ბევრი პოლიტიკური ძალით დამთავრებული, აწყობთ ხალხის გაჭირვებული მდგომარეობა, რადგან გაჭირვებული ადამიანის მოსყიდვა ძალიან მარტივია. პოლიტიკურ პროცესს კლავს ფულიანთა ამბიციები. ფულიანთა ამბიციებით შეურაცხყოფილი უნდა იყოს საქართველო და ეს არის ერთ–ერთი მძიმე რამ.

ჩემი აზრით,ქვეყნის მთავარი პრობლემა პოლიტიკოსთა მიერ დამკვიდრებული ავადმყოფი მართვის სისტემა,რომლითაც პოლიტიკოსებმა შეძლეს ხალხისთვის წაერთმიათ ქვეყანა და მსახურად აქციეს სწორედ ის,ვისაც უნდა ემსახურებოდნენ…ის ,რომ პოლიტიკოსებს აწყობთ ხალხის გაჭირვება და ჩვენ რომ ამ მდგომარეობას ვეგუებით..

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *