თამაზ ჭეიშვილი:”თემურ შაშიაშვილს: უსპეტაკეს ადამიანს, კაცს, რომელმაც გადაარჩინა დაღუპვას ბონდო ქურდაძე

ეს სტატუსი ცნობილმა ჟურნალისტმა და პუბლიცისტმა, ბატონმა თამაზ ჭეიშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გააზიარა 23 ნოემბერს, გიორგობას. შემდგომ მას საინტერესო კომენტარები მოყვა, რომელიც ჩვენის აზრით, არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას და მისდამი დამოკიდებულებას ეხება, არამედ ზოგადად ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ეს პუბლიკაცია საკუთარ ვებ-გვერდზე გამოვაქვეყნოთ”

თამაზ ჭეიშვილი: “თემურ შაშიაშვილს, უსპეტაკეს ადამიანს,კაცს,რომელმაც გადაარჩინა დაღუპვას ბონდო ქურდაძე, ოჯახთან ერთად,ვულოცავ გიორგობას!
ვინც არ არის ინფომირებული,იცოდეთ, მან,თემურ შაშიაშვილმა,,დიდი მხედრიონობის,, ეპოქაში,როცა,,დუბლიონკიანი ავტომატიანი ტიპის,, წილის გარეშე ,,პონჩიკსაც,, ვერ გაყიდდი,ისეთი სანიმუო წესრიგი დაამყარა ქუთაისშვი, ასანთის ღერს ვერ ნახავდი ძირს აგდებულს! (აღარაფერს ვამბობ იმაზე,როგორ ამომიდგა მხარში 90-იან წლებში,რაც არასოდეს დამავიწყდება!)”

ბონდო ქურდაძე: ასეთ ადამიანებზე დგას საქართველო, ჩემო თამაზ, დღემდე ვერ გამიგია, რატომ არ დაიყენა გვერდით ბიძინა ივანიშვილმა, რომელი ყავდა მასზე გულანთებული და პატრიოტი კაცი?!…
არ ვიცი! ესეიგი,გარემოცვა ატყუებდა!
მანანა კოპალეიშვილი: კარგით რაა, სულ გარემოცვის ბრალი როგორ არის ყველაფერი? რესპები და ალასანია რომ დაიყენა გვერდით ეგეც სხვისი ბრალი იყო? მიშა რომ აოხრებდა საქართველოს და მაინც მილიონებს აძლევდა, ვანოს რომ აქებდა, მურუსიძეს მსხვერპლი რომ უწოდა, ეგეც გარემოცვის ბრალი იყო?უბრალოდ არ აწყობთ მთავრობების პატრონებს პატრიოტი და განათლებული ადამიანები სათავეში.

გრიალა რობაქიძე:  მე,განსხვავებით ბევრისგან,ვიცი ვინ არის თემურ შაშიაშვილი,პატივს ვცემდი ყოველ ეტაპზე,ვიზიარებდი მის პოზიციას.ინტელექტუალური და განათლებული პიროვნება!
ლეილა ვაშაყმაძე: ჩვენ ქუთაისს მართლაც, გვყავდა სანიმუშო პიროვნება პატრონად: ბატონი თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *