(gmtv.ge)თემურ შაშიაშვილი ქართული პილიტიკა ბაზრად იქცა, გაყიდული პარტია ქვეყანას არაფერს უკეთებს…

 

ქართული პილიტიკა ბაზრად იქცა. ქვეყანაში არც ერთი ბაზარი ისე არ მუშაობს, როგორც პოლიტიკური ბაზარი. ყიდულობ და ყიდი ხმას, ყიდულობ პარტიას, პარტიის ლიდერს, ყიდულობ ვიღაცის პარტიიდან გასვლას, ყიდულობ პარტიაში ვიღაცის შესვლას . თუ სადმე რაიმე სახის ვაჭრობა არსებობს ეს ყველაზე დიდი რაოდენობით არის პარტიებში. რეალურად კი ისე გამოვიდა, რომ ცხოვრობენ ხელისუფლებისა და პარტიების წარმომადგენლები, დანარჩენები არსებობენ.

პრობლემა ორივეშია, მყიდველშიც და იმაში, ვინც იყიდება. ეს უკანასკნელი რომ არ არსებობდეს, პირველიც არ იქნებოდა. მაგრამ, როგორც იტყვიან, ფული ჯოჯოხეთს ანათებს. რაც შეეხება ივანიშვილს. მაღალი კულტურის პოლიტიკოსების მიერ ივანიშვილი იქნებოდა დიდი საყრდენი საქართველოსთვის. დღეს ის დიდი საყრდენი კი არა, შეიძლება უფრო მეტად, დიდი უბედურებაა.

– რატომ?

– მას გონია, რომ ყველაფერი იცის, ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლია, რეალობა კი ის არის, რომ ივანიშვილი კი არა მისი სიდიდრე წყვეტს ყველაფერს . საქართველო იმდენად დაამშიეს და დააუძლურეს, რომ ფულს ამხელა ძალა მიეცა ქვეყანაში. ამიტომ ივანიშვილს რადგან ფული აქვს იყიდა ყველა და ყველაფერი რისი ყიდვაც შეიძლებოდა. ნებისმიერი პარტია და პოლიტიკოსი ვინც მას გაეკარა და ვინც მის ორგვლივ იყო არცერთი მომავლის პოლიტიკოსი არ არის. ვინც იყო მოქალაქეთა კავშირში, ვინც იყო ნაცმოძრაობაში, ვინც იყო ივანიშვილთან ესენი ყველა გაყიდულია და არც ერთს შეუძლია ქვეყნის მართვა. პარტია რომელიც იყიდება ის ქვეყანას ვერაფერს გაუკეთებს.

მე დღეს ვფიქრობ იმაზე, როგორ უნდა შეერთდეს ხალხი, ზნეობრივი ავტორიტეტები, ინტელიგენცია, პოლიტიკოსები როგორ შეიქმნას დიდი ქართული ერთობა. მარტო პოლიტიკოსებზე დამოკიდებული საქართველო ვერ განვითარდება ეს რეალობაა.

ჩემი ფორმულა ასეთია, ქვეყანას უნდა მართავდეს ხელისუფლება. ხელისუფლებას კი უნდა ირჩევდეს და მართავდეს საზოგადოება. საზოგადოებას კი ინტელექტი და ზნეობა უნდა მართავდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *