(gmtv.ge) თემურ შაშიაშვილი: პოზიცია,რომელიც არ გავცვალე უმაღლეს თანამდებობაზე და არც მომავალში ვაპირებ…

 

პოზიცია,რომელიც არ გავცვალე უმაღლეს თანამდებობაზე…არც 1993.,არც 1995,არც 1999 ,არც 2001 და არც 2003 წელში…არც მომავალში ვაპირებ…

პირველი ვიყავი,ვინც 1993 წლის ბოლოს, ორი თვით მიმწვიეს აშშ-ში.დიდი შეხვედრები და შემოთავაზებები მქონდა.ვაშინგტონის ნაციონალურ პრესკლუბში,მისმა ხელმძღვანელმა პირდაპირ მითხრა,რომ თქვენ ხართ მომავალი პრემიერი და შემდგომში დიდი ალბათობით პრეზიდენტიო.ამ პრეს-კონფერენციას ამერიკაში საქართველოს მთელი შემადგენლობა ესწრებოდა…დიდი შემოთავაზება გადმომცა გენერალმა გერასიმოვმა რუსეთის მხრივ…გაზეთებში წერდა სააკაშვილი,როგორც მოქკავშირის გენერალური მდივანი,რომ მე ვიქნებოდი პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატი,თუ მოქკავშირის წევრი და მათი აქტიური თანაგუნდელი გავხდებოდი..იგივე შემომთავაზა პრეზიდენტმა შევარდნაძემ “ლიკანში” მასთან შეხვედტისას,1999 წლის აგვისტოში.

ყველა წინადადება მომხიბლავი იყო,პირობები დამთრგუნველი…

არც ერთი არ მივიღე..

მეუბნებიან შეცდი და წააგეო…

ამას არც ვუშვებ,შეიძლება ბევრი შეცდომა დავუშვი,მაგრამ მთავარში არა…

მე ვერ ვიქნებოდი და ვერ ვიქნები ვინმეს მარიონეტი,პლასტელინი ვინმეს ხელში,გარედან მართული ხელისუფალი, ქვეყნის ძარცვა – გლეჯით და სხვათა გაღარიბებით გამდიდრებული…

თუ ეს ხალხმა არ დააფასა ჩემთვის ნაკლებად ცუდია…ვისთვის მეტი – უფალია განმსჯელი…ხალხი კი ხედავს,რა მოიგო მან (ხალხმა) გარედან დასმული და მართული ხელისუფლებებით,ე.წ. ბელადებითა და მილიარდელებით..

ბედნიერი ვარ,იმით რაც გამაჩნია : კარგი შვილები და მამა-პაპისეული სახლი,მომავლის რწმენა და ბრძოლის სურვილი, ის,რომ საკუთარი თავით დავდივარ და ჩემი ცხოვრების უმთავრეს მიზანს – ხალხისა და ქვეყნის სამსახურში ვხედავ !

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *