გამოხმაურება: “მადლობა ასეთი საღი პოზიციისა და დროული შეხსენებისათვის”

ბოლო დროს მიღებულ კანონებს და ნარკოტიკების ლიბერალიზაციას  თეთრების ლიდერი მკვეთრი  განცხადებით გამოეხმაურა.

“ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში რომელიმე ნარკოტიკის დაკანონებაზე შეიძლებოდა ყოფილიყო ოდესმე საუბარი. ქვეყანაში, სადაც უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა, ვიღებთ ახალგაზრდობის მოსპობის კანონს!ახალგაზრდობა, რომელიც მუდამ სადარაჯოზე იდგა, იცავდა ეკლესიას, ენას, მამულს, სარწმუნოებას, იმდენად დაანაწევრეს, რომ მათი ჯანსაღი ხმა აღარ ისმის. სად არის დღეს ახალგაზრდობის ხმა? აი ამ ჯანსაღი ხმის ჩახშობაა ქვეყანაზე დიდი დარტყმა!”  -= წერს “თეთრების” ლიდერი

თემურ შაშიაშვილის განცხადებას საზოგადოების მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა, რაც ადასტურებს მოსახლეობის უარყოფით  განწყობას ქვეყანაში გამეფებულ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით

“მომიტევოს თემურმ შაშიაშვილმა,ნადვილად არ მეგონა თუ ასე სა ღად მოაზროვნე იყო კიდევ ვინმე დარჩენილი… –  – იქნებ გაითვალისწინონ და რჩევად მიიღონ ჩვენს პარლამენტში..მაგრამ რატომღაც მგონია შეგნებულად იღებენ ამ კანონებს ქართველი სალხის გადასაშენებლად..ეს კანონები ქართველი ერის გენოციდის ტოლფასია..” – წერს ეკა ხალიბეგაშვილი,

 “ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანს, სრული 100%-ით უნდა დაეთანხმო!მადლობა ბატონ თემურს ასეთი საღი პოზიციისა და დროული შეხსენებისათვის!იქნებ ამ ავტორიტეტული კაცის მაინც შეისმინონ!”” – წერს  ავთანდილ ბოლქვაძე  აჭარიდან: ·
“საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქვეყანაში და ქართულშია, ქვეყნის გარეთ მხოლოდ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. ჩვენი გზა მხოლოდ ქართულია!” – ნათქვამია თეთრების ლიდერის განცხადებაში.
ჩვენ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც კომენტარი გააკეთა და თავისი პოზიცია გამოხატა ამ განცხადების, ასევე ხელისუფლებების ქმედებების მიმართ,. მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის აქტიურ პოზიციას შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე და აიძულოს ხელისუფლება ქვეყნის სასიკეთო ნაბიჯები გადადგას.

 

gmtv.ge)ქვეყანაში, სადაც უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობაა, ვიღებთ ახალგაზრდობის მოსპობის კანონს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *