(gmtv.ge)“პრემიერის უსუსური და იძულებითი ნაბიჯი…”


.
‘თეთრების’ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ,, უსუსურ იძულებით ნაბიჯად მიიჩნევს პრემიერის წინადადებას, მომდევნო წლის დიალოგის წლად გამოცხადების თაობაზე. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში „თეთრების“ ლიდერი წერს:
„ზუსტად ერთი წლის წინ,წერილით მივმართე ხელისუფლებას და ვთხოვე დაეწყო აკადემიური, მშვიდი და წყნარი დიალოგი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით მეცნიერების და ინტელიგენციის მეშვეობით…
მაშინ ჩემს წერილს სრული იგნორირება მოჰყვა. შედეგიც სახეზეა – არამარტო ბოლო დღეების უზნეობით სავსე საპარლამენტო ბატალიები, არამედ გაგრძელება, რომელიც მან ჰპოვა ხალხში, დაპირისპირება, რომელიც პარტიებიდან საზოგადოებას გადაედო და არნახულ მასშტაბებს იღებს. ყოველივე ამის შემდეგ, პრემიერის მიერ შემოთავაზებული წინადადება, მომდევნო წლის დიალოგის წლად გამოცხადების თაობაზე ,, უსუსურ იძულებით ნაბიჯად მეჩვენება…ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დაპირისპირება სუსტების მოგონილია, რომ არც გინებას და არც ჩასაფრებას არავითარი კავშირი არ აქვს არც ღირსებასთან, არც ვაჟკაცობასთან, არც ეროვნულ სიამაყესთან!
ვწუხვარ,რომ მართლდება ჩემი პროგნოხი,რომელიც სექტემბერში, ადგილობრივი არჩევნების წინ გამოვთქვი:
„…კორუფცია და ქურდების პარპაში ამ არჩევნებიდან ექვს თვეში,მაქსიმუმ,ერთ წელიწადში ნახეთ… ქვეყანაში ცხოვრებაც და საკუთარი თავიც შეგძულდება,იმის გამო ხმა ვისაც მიეცი.“მგონი, დადგა ეს დრო.ასე უკვე ბევრი ფიქრობს.

არის კი გამოსავალი და თუ კი არის, სად არის იგი?

გამოსავალს იმაში ვხედავ,რომ ორთავე პილიტიკური ძალა (თავიანთი ნამსხვრევების ჩათვლით) უნდა წავიდეს პოლიტიკური ასპარეზიდან.ორთავემ კარგად იცის,რომ გარედან და ერთი ცენტრიდან არიან მართული. იციან,რომ ქვეყნის ყველა უბედურება გარედან მართვასთან და გარე ძალებისადმი ხელისუფალთა მორჩილებასთან არის დაკავშირებული. საქართველოს კომუნისტური ხელისუფლებაც კი აღარ ჩაებღაუჭა სკამსა და ძალაუფლებას, როცა დარწმუნდა, რომ მისი მოღვაწეობა დაბრკოლებად ექცა ქვეყანას. დატოვა პილიტიკური ასპარეზი.

დღეს იგივე არჩევანის წინაშე დგას ყოფილი და დღევანდელი მმართველი პოლიტიკური ძალები.

გააცნობიერო,რომ ნებსით,თუ უნებლიედ, დაბრკოლებად იქეცი ქვეყნის მომავლისთვის და მიიღო გადაწყვეტილება წახვიდე პოლიტიკური არენიდან -ძლიერი უნდა იყო,ქართული სული და ეროვნული ცნობიერება უნდა გქონდეს. ისტორია დააფასებს იმას,ვისაც ეს ძალა აღმოაჩნდება.

თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამენ “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობის მდგენელი პარტიები, მაშინ ეს უნდა გააკეთოს ხალხმა…სხვა შემთხვევაში საქართველოს კიდევ უფრო მძიმე მომავალი ელოდება.

დღეს დიდ ქართულ დიალოგს სახელმწიფო კაცები, მეცნიერები, მოაზროვნე ადამიანები უნდა ჩაუდგნენ სათავეში.ამას ვერც მთავრობა, ვერც პრეზიდენტი,ვერც პარლამენტი,ვერც პარტიები ვეღარ შეძლებენ. მეტ-ნაკლებად ყველა დისკრედიტებულია ხალხის თვალში და საერთოდ, პარტიებზე მოიმედეობა უკვე ღალატი და დანაშაულია…

ქუჩის პოლიტიკამ,,რომელიც ზეწარმატებულად გრძელდება და ვაჭრობად იქცა, პარტიებში შექმნა წესიერებისა და ზნეობის დეფიციტი, ხოლო ზნეობრივი და წესიერი ადამიანები განარიდა პოლიტიკას.. წესიერ კაცს პარტიას ვერ უხსენებ…ეს დამღუპველი გზაა. ეს არის ძალაუფლებისა და ფულის მოყვარულთა ხელისუფლების სათავეში მოყვანის გზა, ანუ ის ,რისგანაც უნდოდათ ამერიკის დაცვა ამერიკის კონსტიტუციის შემქმნელთ.

ერთდროულად ტრაგიკული და დამაფიქრებელია,რომ ჩვენთან პირიქით მოხდა და არც თუ გარე ძალთა, საკუთარ თავს საქართველოს მეგობრად რომ თვლიან, მონაწილეობის გარეშე.

ოდნავაც არ ვეჭვობ,რომ საქართველოს მომავალი არც მილიარდელთან და არც ბელადთან არ არის დაკავშირებული..

მწამს და მჯერა,ჩვენი მომავალი აზროვნებასთან, რწმენასთან, ეროვნული იდეით გაერთიანებასთან და პატიოსან ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული… ხელისუფლებასთან,რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება, უყვარს თავისი ქვეყანა და ხალხი მისი მსახურია და არა უფროსი, რაც მთავარია , შეუძლია მისთვის თავგაგანწირვა!“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *