(gmtv.ge)ამ გამოსვლის შემდეგ ავიკრძალე…წინ დიდი ბრძოლაა ქართული ღირსებისათვის!”(ვიდეო)!

პოლიტიკური პარტიის „თეთრების“ ლიდერი 5 წლის წინანდელ გამოსვლას იხსენებს და ამბობს, რომ ის სიმართლის გაჟღერების გამო არის დაბლოკილი და აქვე აღნიშნავს, რომ “წინ დიდი ბრძლაა, რომელშიც ის რიგითი ჯარისკაცი იქნება მრავალ პეტრიოტთან ერთად.

თემურ შაშიაშვილი

მე ამ ბრძოლაში რიგითი ჯარისკაცი ვარ უამრავ გულანთებულ მამულიშვილთან ერთად!

ეს 2013 წელში ითქვა-გადაიცა სრულად მეორე არხის მიერ..ივანიშვილი ჯერ კიდევ პრემიერია.

არც სასამართლოში მიმიწვიეს,
არც პოლიტიკური რეფორმა ..

გაგრძელდა პოლიტიკაში ყვარყვარეების,ბიზნესში მეჯღანუაშვილების პარპაში..

სახალხო კრებასთან მეგობრობის ნაცვლად,შიგნიდან გახლიჩეს და დაასრულეს…

ამ გამოსვლის შემდეგ ავიკრძალე ტელევიზიებში,გამოვცხადდი ივანიშვილის მტრად,მისი გუნდის ჩემმა მეგობრებმაც კი ,გაწყვიტეს ჩემთან ურთიერთობა და სხვადასხვა გზით მომაწვდინეს ხმა-“რა ვქნათ..გაგვიგე..”

ან ბიძინა ვინ არის,ან ეს ხალხი-ეს სათქმელი წინ არის…ამის დროც მოდის..თუმცა უჩემოდაც ყველამ დაინახა,ვინ ვინ არის.. ბატონ ბიძინას საკუთარ თავზე და ქამელეონ ,მაქებარ-ტაშისმკვრელ ხალხზე დიდი მტერი და მართლისმთქმელზე დიდი მეგობარი არ ჰყავს..

ქვეყნისთვისა და ხალხისთვის სამწუხაროდ, ბატონი ივანიშვილისთვის არაფერს ნიშნავს ქვეყნისადმი ერთგული,თუ არ არის მისი პირადი ერთგული..

მე ვერ ვიქნებოდი და ვერ ვიქნები ვერც ერთი ხელისუფალის ერთგული,თუნდაც ჩემდამი კეთილადგანწყობილი პირველი პირის, საქართველოსი კი და სიცოცხლის ფასად ვარ მზად .. ეს არაერთგზის გამიკეთებია..

მწამს და მჯერა,პოლიტიკოსობა თავგანწირვაა და არა ხალხის გაწირვა,როგორც ეს დღეს არის..

წინ დიდი ბრძოლაა საქართველოსთვის…მის გასანთავისუფლებლად გარედან მართული პარტიების, არასამთავრობოების,საინფორმაციო საშუალებების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისგან!

ეს არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოსა და ბუნებით ტოლერანტი ქართული ღირსებისათვის!

მე ამ ბრძოლაში რიგითი ჯარისკაცი ვარ უამრავ გულანთებულ მამულიშვილთან ერთად!

ნახეთ ხუთი წლისწინანდელი გამოსვლა.

შეფასების გაკეთება არ გაგიჭირდებათ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *