(gmtv.ge)რომან  რურუა:“საქართველოს გზა – დავით აღმაშენებლის გზაა”

“ქართული ერთობის დარბაზი”

“საქართველოს გზა – დავით აღმაშენებლის გზაა” – ასე ფიქრობს ყოველი მოაზროვნე ქართველი…  მუხლი მოვიდრიკეთ და იგივე გავიმეორეთ უდიდესი მოაზროვნის საფლავთან გელათში. `ტახტზე ფიქრია იოლი, დავითობაა ძნელი~ – დიდი პოეტის, ტარიელ ხარხელაურის მიერ აქ წაკითხულმა ამ ბრწყინვალე ლექსმა დღევანდელობა კიდევ უფრო მძაფრად შეგვაგრძნობინა…

ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს გეო­გრაფიული მდებარეობა ვაქციოთ პოლიტიკად, როგორც ეს დიდმა დავით აღმაშენებელმა შეძლო და შევცვალოთ პარტიებისა და პოლიტიკოსების მიერ ხელისუფლებისთვის ბრძოლის მთავარ პრინციპად დამკვიდრებული, პრაქტიკულად, ქვეყნის დამანგრეველი მოდელი _ საქართველოს ზესახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირების ადგილი (სწორედ ადგილად გვთვლიან, რაც ძალიან სამწუხაროა).

ჩვენი ამოცანაა, საქართველო გადავაქციოთ ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესზე სხვა სახელმწიფოთა, მათ შორის, ზესახელმწიფოთა ინტერესების ზედდების ქვეყნად.

ასეთია, `ქართული ერთობის დარბაზის~, საქართველოს ხალხთა ასამბლეისა და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის `ეროვნული თანხმობისათვის~ პოზიცია. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ რამდენიმე ხნის წინ სოხუმში ყოფნისას, აფხაზ მოგობრებთან საუბრისას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *