(gmtv.ge)…და მაინც იმედი…” – რუის-ურბნისის ეპარქიაში მეფე დავითის ხატი მიაბრძანეს

8 თებერვალს რუის-ურბნისის ეპარქიაში მხატვარ შალვა გერაძის დაწერილი მეფეთ-მეფის ხატი მიბრძანდა. ამ თემაზე სასაუბროდ ეპარქიაში მყოფ თემურ შაშიაშვილს დავუკავშირდით.

-სიამაყე….გულისწყვეტა…სირცხვილი.. და მაინც იმედი..

რვა თებერვალს,დავით აღმაშენებლის დღეს, რუის–ურბნისის ეპარქიაში მხატვარ შალვა გერაძის დაწერილი მეფეთ-მეფის ხატი დავაბრძანეთ.

ხატი მეუფე იობიმ აკურთხა.

ეს იყო საოცრად ამაღლებული მოვლენა- დაწყებული გლდანის მეოთხე მიკრორაიონში,მხატვრის სულიერებით სავსე სახლში,სადაც 50 მდე ადამიანი შევიკრიბეთ და გაგრძელებული რუისის ფერიცვალების ეკლესიაში, სწორედ იმ ეკლესიაში,სადაც მეფედ ეკურთხა-გიორგი მეორე,მოინათლა დავით აღმაშენებელი,შედგა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.. ბედნიერი ვარ,მოვისმინე.მეუფე იობის დიდი ქართული ქადაგება..იმ მეუფის, რომელთანაც,როგორც პატრიარქმა ბრძანა,დაკავშირებულია ჩემი სიცოცხლე 2001 წლის 1 ლი თებერვლის შემდეგ.. ამაზე სხვა დროს..

შემდეგ გელათში წავედით,სადაც ახალგაზრდემა უფროსი თაობისადმი მადლიერებისა და თაობათა ერთიანობის გრანდიოზული პროგრამა წარმოადგინეს…ამ პროგრამის მთავარი საყრდენია უწმიდესთან და უნეტარესთან, მის მესაყდრესთან 24 ნოემბერს გამართული შეხვედრა – საუბარი და ინტელიგენციის მიერ ქვეყნის პრემიერისადმი 6 იანვარს ,ქრისტეშობას გაგზავნილი “იმედის წერილის” მთავარი პოსტ ულატები.. დღეს ერთი მოაზროვნე ადამიანისთვისაც არ არის საკამათო,რომ ქვეყანაში მდგომარეობა იმაზე მძიმეა,ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია …რომ გამოსავალი დაპირისპურებასა და ლანძღვა-გინებაში კი არა- ხალხის,მთავრობის და ეკლესიის ერთობაშია…დღეს კიდევ უფრო მყარად ვარ დარწმუნებული იმაში ,რომ ხალხში და ეკლესიაში ეს განწყობაა და სიტყვა ხელისუფლებაზეა. დაგვიანებაც არ შეიძლება…უნდა დაიწყოს აკადემიური და ურთიერთპასუხისმგებლობითი დიალოგი მეცნიერებისა და სახელმწიფო კაცების პატრონაჟით.. დღეს,კეთილშობილებით სავსე ქუთაისელთან, მსოფლიო ჩემპიონ ესტატე გოგლიჩიძესთან და ახალგაზრდებთან ერთად , სიამაყით გავიარე აღმაშენებლის პროსპექტზე , გავიხსენეთ,როგორი ენთუზიაზმით ვაშენებდით ამ უნიკალურ პროსპექტს,როცა ცენტრალურმა ბიუჯეტმა უარი გვითხრა მის დაფინანსებაზე…

გავიხსენეთ 1995 წლის 21 სექტემბერი, ღვთისმშობლობა,როცა მთელი საქართველოს ყველა კუთხიდან ,მსოფლიოს 15 ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ ბაგრატოვანთა,მსოფლიო პატრიარქის,საქართველოს პატრიარქის,ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის , ქვეყნის პრეზიდენტის, პარლამენტის ,საქართველოსმეგობრების მონაწილეობით მთელი მსოფლიოდან ,აღვმართეთ:მეფეთ-მეფის პირველი ძეგლი,აღვადგინეთ გელათის აკადემია,გავხსენით რეპრესირებულთა მემორიალი და დავით აღმაშენებლის პროსპექტი,ჩავატერეთ მთელ მსოფლიოში მიმოფანტულ ბაგრატოვანთა პირველი კონგრესი. გულისწყვეტა გამოვხატეთ,რომ დიდი კლასიკოსის ოტია იოსელიანის თავკაცობით, ქართული ჯიშის ხეხილის ხეებით გაშენებული დავით აღმაშენებლის უნიკალური ხეივანი,როგორ შეცვალეს უცხო ქვეყნის ზღვის ჯიშის ხეებით. სირცხვილით ვთქვით,რომ იქ,სადაც ბაგრატ მეფის ძეგლის აღმართვა იყო გათვალისწინებული,ბენზოგასამართი სადგურია…რომ დავით აღმაშენებლის მოედნიდან გატანილია მეაფის ძეგლი და შედგმულია რკინიგზის სადგურის წინ შემორჩენილ ლენინის კვარცხლბეკზე…რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილზე ფანტანია,ხოლო მოედანზე გათვალისწინებულ მეფის სახელთან დაკავშირებული ეკლესიის ნაცვლად,მაკდონალდსია აგებული!

ტრაგიკულია ყველაფერი ეს,მაგრამ არც წუწუნის და არც ხელის ჩამოშვების დროა.. მოქმედებაა საჭირო საქართველოში-საქართველოს,ქართველში-ქართველის,აფხაზში-აფხაზის,ოსში-ოსის გადარჩენისთვის. ამის გაკეთება კი მხოლოდ ღირსებით სავსე ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც,პირველ რიგში,უნდა დაასრულონ უზნეო უმცირესობის დიქტატურა,ზნეობრივ უმრავლესობაზე!

გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *