(gmtm.ge)დაუჯერებელია, ამ ყველაფერს რომ ვითმენთ! ინტელიგენცია დუმს, როცა განგაშის ზარებს უნდა რეკდნენ!”

IPRESS.GE-ზე გამოქვეყნებულ მასალას – „რატომ ასაქმებენ საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები

იხ.http://www.ipress.ge/new/101152-ratom-asaqmeben-sagzao-departamentis-khelmdzghvanelebs-tenderebshi-gamarjvebuli-kompaniebi

თემურ შაშიაშვილი ეხმიანება.

-დაუჯერებელი ის კი არ არის,რომ ესენი ასეთი ხარბები არიან,დაუჯერებელი ის არის,რომ მათ ამ სიხარბეს ვითმენთ!
რასაც აქ წაიკითხავთ,ეს უკვე საგანგაშოა…სწორედ ეს არის კორუფცია…სესხად აღებული ფული გზებისთვის და ქვეყნის სასიცოცხლო არტერიაზე მიმჯდარი სისხლისმწოველები…

თუ ეს არ იცის პრემიერმა,რისი პრემიერია,თუ იცის და თვალს ხუჭავს,ან იძულებულია დუმდეს,უარესი-ჩუჩელაა,ქვეყანას სხვები მართავენ…ან კიდევ ერთი,იცის და მონაწილეა ამ კორუფციის….

ლაპარაკობენ პროფესიონალები არიან და იმიტომ გადაჰყავთო… ტყუილი.. ნამდვილი მეგზევეები ,ნაღდი პროფესიონალები უსაქმურად დადიან,ქართულ ფირმებს არც აჭაჭანებენ საგზაო ბიზნესში… უცრემოლდ ვერ მოვუსმენ ამ დარგის ნაღდ სპეციალისტებს…

სირცხვილია რაც ქვეყანაში ამ სფეროში ხდება.

ქვეყანაში რა მასშტაბის კორუფციაა აქ ჩანს რელიეფურად. საერთაშორისო ორგანიზაციები , ძირითადში სესხს საგზაო მშენებლობასა და კომუნალურ სფეროში იძლევიან.სესხი ჩვენი გადასახდელია.ეჭვი მეპარება,რომ აქ 10 დოლარით ერთ დოლარზე მეტის საქმე კეთდებოდეს.ეს ეტყობა დაგებული გზების ხარისხსაც,იმას რაც ჯდება კვადრატული მეტრის დაგება და რა სიმდიდრის მფლობელები ხდებიან ამ სფეროს მაღალჩინოსანნი და მათი პატრონები…

დაუჯერებელი ის კი არ არის,რომ ესენი ასეთი ხარბები არიან,დაუჯერებელი ის არის,რომ მათ ამ სიხარბეს ვითმენთ და “ხბოს აღტაცებით”ვსაუბრობთ დაგებულ გზებზე.ხალხში ძლიერდება აზრი,როგორც ჩანს,არც თუ უსაფუძვლიდ,რომ გროშებზე გაგვყიდა ინტელიგენციამო.ეს უფსკრულია!

ეს რა გვიქნეს, მართლა რას დაგვამგვანეს,ადამიანის სახეს გვართმევენ!

ეს ნამდვილად აღარ არის საქართველო!

ძვირად დაუჯდება ინტელიგენციას ხალხის ასე მიტოვება და დუმილი მაშინ,როცა განგაშის ზარებს უნდა რეკდნენ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *