(pirveliwnews)თეიმურაზ შაშიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატად თეიმურაზ შაშიაშვილი წარადგინა.  საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი; გიორგი წერეთელი, მხატვარი, პროფესორი; გიორგი ანჩაბაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე, მუსიკოსი; ინეზა იამანიძე, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
საინიციატივო ჯგუფი შაშიაშვილის, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის ოფიციალურ წარდგენას, უახლოეს დღეებში გეგმავს.
		Facebook Comments
		
		
			
		
					
							
					


