(gmtv)თემურ შაშიაშვილის საარჩევნო კამპანია სხვა სტანდარტებით…

წინასაარჩევნო მარათონზე სასაუბროდ თავად თემურ შაშიაშვილს დავუკავშირდით.

-ბატონო თემურ, დრო არც თუ ისე ბევრი რჩება, ხელმოწერების შეგროვებას როდის იწყებთ?

პირველ სექტემბერს,12.00 საათიდან 1900 საათამდექუთაისის გულში – თეთრ ხიდთანცისფერყანწელთა ბაღშისამეფო სახლთან,(საბაგირო ასასვლელთან) ,ვიწყებთ ხელმოწერებს.. ეს იქნება უშუალო შეხვედრა-საუბრები ყოველგვარი ოფიციალობისა და პომპეზურობის გარეშე. მწამს და მჯერა,ქვეყანაში უნდა გაიმარჯვოს არა პარტიის, ოლიგარქიის, არა ქვეყნის გარედან მართულმა,არამედ ხალხის ინტერესების გამომხატველმა კანდიდატმა – სახალხო კანდიდატმა.

-ეს არ იქნება ადვილი, მითუმეტეს რომ, პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიის სახელით უკვე განაცხადა, რომ გაიმარჯვებს მხოლოდ მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი და მეტიც, მეორე ტურის შესაძლებლობაც კი კატეგორიულად გამორიცხა.

-ვიცი, ძალიან კარგად ვიცი , რომ არ იქნება ეს ადვილი,მაგრამ , სხვა გამოსავალიც არ არის და დღეს ეს გაცნობიერებული აქვს ყოველ მოაზროვნე ადამიანს..იცის , რომ ვიდრე ეს არ მოხდება,ქვეყანა კრიზისიდან ვერა და ვერ გამოვა…

პირდაპირ ვთქვათ, დღევანდელ მდგომარეობაში იმიტომ ვართ,რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ ხმას ყიდდა , ან ხათრით აძლევდა.

-და ფიქრობთ, რომ არჩევნებზე აღარ მოხდება ხმის ყიდვა-გაყიდვა?

-მინდა მჯეროდეს, რომ არა, მაგრამ თქვენც ხედავთ როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში.

ისე, რომელი უფრო დამნაშავეა-ხმის გამყიდველი თუ მყიდველი?

ხმის მყიდველიც და გამყიდველიც, ერთნაირი უბედურებაა ქვეყნისთვის.
ქვეყნის ნგრევა პირდაპირ არის დაკავშირებული ფულზე გაყიდულ ინტელიგენციასთან.

მწამს და მჯერა,ინტელიგენცია ხელისუფლებას კი არ უნდა იცავდეს ხალხისგან, არამედ – ხალხს ხელისუფლებისგან..

ვფიქრობ,მე ერთ-ერთი ყველაზე უკეთესი ურთიერთობა მაქვს ინტელიგენციასთან საერთოდ და მის გამორჩეულ წარმომადგენლებთან.მაგრამ ერთ მათგანთან არ იქნება ჩემი ზარი , თხოვნა მხარდაჭერის თაობაზე.. ინტელიგენცია უნდა დაბრუნდეს ხალხთან და ხალხში..იყოს ხელისუფლების ბუნებრივი ოპონენტი..

დიდი მადლობა ყველას,ვინც დამეხმარება ამ ინფორმაციის გავრცელებაში,შეძლებს მოსვლას ამ შეხვედრებზე..ეს იქნება უშუალო ურთიერთობა…დიდი სიამოვნებით მოვისმენ თანაქალაქელების რჩევებს, მოსაზრებებს.

ასეთივე უშუალო შეხვედრებს გავმართავ მეორე დღეს ქალაქის სხვადასხვა უბნებში ,საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში….მომდევნო კვირიდან კი – თბილისში , ბათუმში , ზუგდიდში , ოზურგეთში , რუსთავში , გორში ,ახალციხეში , თელავში , მცხეთაში ,მესტიაში , ამბროლაურში.. არჩევნების ბოლომდე-საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში..

-შტაბები თუ გექნებათ? როგორც დააანონსეთ საკმაოდ განსხვავებულ საარჩევნო მარათონს იხილავს საზოგადოება.

-ჩვენ არც ერთ ქალაქსა და რაიონში არ გვექნება ე.წ.შტაბები ,არ გვეყოლება ე.წ. შტატიანი მუშაკები..მათ სახელთან არის საქართველოში დაკავშირებული სიყალბე,ნგრევა,გაღატაკება…ეს ბიზნეს-ქარხნები უნდა დაინგრეს. ჩვენი შტაბი იქნება ყოველი სახლი,საზოგადოებრივი თავშეყრის ყოველი ადგილი(პარკი,ბაღი,ბირჟა – ქალაქის უბნებში თუ სოფლის ცენტრებში, ბაზარი, მაღაზია,საპარიკმახერო,ფეხსაცმელის შეკეთებლის ადგილი ,სადაც გონებით და საქმიანად განიხითკავენ,თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი..

-აბა სად შეეძლებათ მსურველებს თქვენთან შეხვედრის? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი კომენტარებში გიწერთ, რომ აქვთ კითხვები და სხვადასხვა საკითხებზე სურთ თქვენთან შეხვედრა.

18 სექტემბრამდეც,ანუ ხელმოწერების პროცესის დასრულებამდე,გაცილებით მეტად შემდგომ პერიოდში,ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრები მათთან,ვისაც აქვს შეკითხვები ჩემთან,ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა,ვინც ჩემი წინააღმდეგია , ვიდრე მომხრეებთან…არც მე და არც მომხრეებს,მხარდამჭერებს,არ გვჭირდება შეხვედრები ერთმანეთის ერთგულების დამტკიცებისთვის …

-თქვენ თქვით, რომ მარტო იბრძოლებთ.

ვთქვი და ვადასტურებმე მარტომ უნდა ვიბრძოლო და რაც მეტი ჩემი მხარდამჭერი გააკეთებს ამასვე ,მით უკეთესიჩვენ გამარჯვებაში შევერთდებით.

-ძალიან მოკლე მესიჯი  ამომრჩეველს…

ჩემგან ღალატი არ იქნება.
თქვენ და ყველა მხარდამჭერი იამაყებთ ,რასაც არჩევის შემთხვევაში შევძლებთ!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *