…მახსოვს, მომაკვდავი ბავშვი თავისი მანქანით თვითონ ჩაიყვანა თბილისში…

“საქმემან შენმან გამოგაჩინოს…”  ადამიანი თავისი გაკეთებული საქმეებით იზომება. თეიმურაზ შაშიაშვილის  მოღვაწეობას ეს ბიბლიური ჭეშმარიტება ყველაზე უკეთ ესადაგება. უამრავი ჩვენი თანამემამულე მადლიერებით იხსენებს მის  საქმიანობას ქუთაისის მერად და იმერეთის გუბერნატორად ყოფნისას.

ჩვენ გადავწყვიტეთ შევკრიბოთ მსგავსი ფაქტები. დასკვნები ჩვენმა თანამოქალაქეებმა თავად გააკეთონ.

ქალბატონი თინათინ კაპანაძე იხსენებს:

“მე ისიც მახსოვს:მხედრიონმა,მაშინდელმა ყაჩაღებმა, საქართველოს ამაოხრებლებმა ქუთაისში მხოლოდ ერთი დღე დაჰყვეს… მან ალაგმა ისინი ქუთაისიდან!

მახსოვს ქუთაისისკენ დაძრულ ტანკებს,როგორ გადაუდგა, ..მახსოვს ერთხელ მომაკვდავი ბავშვი თავისი მანქანით თვითონ ჩაიყვანა თბილისში და გადაარჩინა…მახსოვს,როგორი მიღება ჰქონდა მოქალაქეების – უკან არავის დააბრუნებდა.შეძლებისდაგვარად ყველას გვერდით იყო… თავისი ზრდილობით და ინტელექტით,პატიოსნებითა და ადანიანობით გამოირჩეოდა ეს ყველაფერი გვახსოვს…

არ მინდოდა დამეწერა?მაგრამ დაუწერლობაც არ ივარგებს.მე პირადად ჩემი ობოლი შვილისთვის წიგნებს მიგზავნიდა და მატერიალურადაც გვეხმარებოდა ობლების მეპატრონეებს.რა ვიცი,რამდენი კარგი რამის დაწერა შეიძლება ამ ადამიანზე.ნუთუ ისე უნდა დავჩლუნგდეთ,რომ ეს კაცი,ვეღარ გამოიყენოს ქვეყანამ?! ამოგვივიდა ყელში ამდენი ყეყეჩის ყურება.უფალი თქვენკენ და საქართველოსკენ ბატონო.თემურ”.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *