(gmtv)თეიმურაზ შაშიაშვილი:“რითიც მივედი ქალაქის მერად, იმაზე ნაკლები ქონებით წავედი გუბერნატორობიდან…ესენი კი კალოშებით მოდიან და სასახლეებით მიდიან …”

სოციალრური უთანასწორობა როგორიც ასეთი !!!

საქსტატი:
–შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 167.2 ლარი
–საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 148.1 ლარი
–ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 236.9 ლარი
–სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 266.5 ლარი
–ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 296.1 ლარი
–ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 333.1 ლარი
–ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 393.8 ლარი

–საგნელიძის საარსებო “მინიმუმი”–33 000,
–ცოლ-ქმარი ბექაურების–45 000,
–კოკა გუნცაძის–25 000,
–მამუკა ბახტაძის–22 000,
–თამარ ჟვანიას–20 000,
–ირინა მილორავას–20 000,
–რუსთავის მერიკო ჯიქიას–6 000,
–თანაც, ვის სჯერავს, რომ მხოლოდ ამას დასაჯერდებიან?
–როგორი სამართალი და თანასწორობაა?

საქართველოს მთავრობა, ესაა თქვენი სამაგალითო და გასაოცარი დემოკრატია?

ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა…

ქრთამს ვაძლევთ ჩინოვნიკებს,ქრთამი რომ არ აიღონ და ეს ქრთამი გაცილებით მეტია,ვიდრე თავზეხელაღებულ ჩინოვნიკსაც კი რომ ეშოვა მექრთამეობით…და ამას ქვია კორუფციის დამარცხება..

ამაზე მეტყველებს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ეს ციფრებიც..

ეს ციფრები იმასაც ადასტურებს,ვინ ვინაა…

ელემენტარული დემოკრატიის ქვეყანაში,არჩევნები ეს არის ხალხის მიერ თავისი მსახურის არჩევა… ჩვენთან პირიქითაა-არჩეული იწყებს უფროსობას და ხალხი კი თავისი მსახურის მსახური ხდება.

დრო მიდის…მდგომარეობა არათუ უმჯობესდება,უარესდება…ხელისუფლება თავხედდება,კოლოსალურ სიმდიდრეს იგდებს ხელში,ხალხი მონის მდგომარეობაშია,უდიდესი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა..

ძველ და ახალ ხელისუფალთა უტიფრობა იმის მტკიცებაშია,რომ ასეთ დაბალ საარსებო მინიმუმს და  ჩინოვნიკთა ასეთ მაღალ ხელფასებს ერთნაირი ენერგიულობით ამტკიცებენ.15 წელია ვამბობთ ელემენტარულს:

სახელმწიფო ფულს ხელფასად პენსიონერის პენსიაზე,ან მინიმალურ ხელფასზე 20 ჯერ მეტს,არავინ არ უნდა იღებდეს…ჩვენთან კი ყველაფერი თავდაყირაა…50,70 და 100 იც ჩვეულებრივ მოვლენად იქცა…

გუბერნატორი დღეს,თვეში იღებს იმაზე მეტს,ვიდრე მე ვიღებდი 3 წლის განმავლობაში…ერთი მაჩვენეთ ადამიანი,რომელსაც შეუძლია თქვას,რომ ჩემთან საქმე ჩააწყო და ფული გადაიხადა…რითაც მივედი ქალაქის მერად, იმაზე ნაკლები ქონება მქონდა,როცა გუბერნატორობიდან წავედი…ჩემი მეუღლის სამი და ჩემი ერთ ოთახიანი გავყიდეთ,რომ გვეცხოვრა.. დედამიწის ზურგზე მამა-პაპისეულს გარდა არაფერი გამაჩნია.

ესენი კი კალოშებით მოდიან და სასახლეებით მიდიან ,ვილებით საზღვარგარეთ..

კორუფცია არ არისო,…ხმამაღლა ვამბობ,რაც 20-25 წელია კორუფციაა ქვეყანაში,მსგავსი მასშტაბების კორუფციის წარმოდგენაც კი შეუძლებელია…მაგრამ ეს არის შენიღბული და დაკანონებული,როცა მარგანეცის მომპოვებელი იგებს 20-30 ლარს ტონაზე და ფეროშიჩამბარებელი ერთ-ორ კაციანი და ერთ კომპიუტერიანი ფირმა,არაფერში მინიმუმ 5 ჯერ მეტს..ამ ფირმებში არიან ხელისოფლების ნდობით აღჭურვილნი..ასეა ყველა სფეროში..ატამს 20-30 თეთრად ართმევენ მომყვანს ყიდიან 5-10 ჯერ ძვირად…წაგებულია მომყვან-მწარმოებელი და ხალხი …გლეხისგან 50 თეთრად ვიყიდიდით იმას,რაშიც 2-3 ლარს გვახდევინებენ..შედეგი : წარმოება კვდება,ხალხი შიმშილის პირზეა.

ბიუჯეტის ფულზე ასეთი კორიფცია არასდროს ყოფილა..20 წელია ვითხოვ,ყოველ ქალაქსა და რაიონში ,ყოველთვიურად გამოქვეყნდეს,როგორც საბიუჯეტო შემოსავლები,ასევე გასავლები-სად და რაში იხარჯება ფული…ამაზე უკეთესი კონტროლის მექანიზმი რა უნდა იყოს.ნახონ ასე ვაკეთებდი და სააკაშვილს დავალებით უამრავი ადამიანი სწავლობდა ბიუჯეტის თანხების ხარჯვას ქუთაისსა და იმერეთში….ეს იმანაც გამიწვია,რომ მე ერთადერთი გადავდექი და ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ არ შევასრულე ვარდოსანთა მოთხოვნა-არ დავწერე განცხადება განთავისუფლების თაობაზე.. დამექადნენ..შედეგი…ვერ გაახარეს პრეზიდენტი სააკაშვილი..ვერაფერ ვერ ნახეს..

ერთი კვირით მომცენ ნებისმიერი ერთი ქალაქის ან რაიონის შემოწმების უფლება, მოსახლეობას თმა ყალყზე დაუდგება შედეგებით…ამიტომაა დღეს არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი .. ადგილობრივი არჩევნები იმდენად არ აღელვებს ცენტრალურ ხელისუფლებას,რამდენადაც ადგილობრივს.. თუ ვერ მოიგო,შეიძლება ციხეში მოუწიოს ბევრს წასვლა საბიუჯეტო თანხების ხარჯვაში კორუფციის გამო…

სამწუხაროდ მშიერი ხალხის მოსყიდვა ადვილია და მეორეც,ხალხი არ არის მზად იმისათვის,რომ სწორი ნაბიჯი გადადგას,არ არის მზად იმისათვის,რომ ფულიანს და საქმოსანს კი არა წესიერ,გამოცდილ,საქმიან ადამიანს დავუჭიროს მხარი..

ამ ფულითაც კი,რომელიც დღეს აქვთ ბიუჯეტში,მინიმუმ 5 ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლება..თუ გადავწყვიტე და კენჭი ვიყარე ქუთაისში ,და მივიღე ხალხის ნხარდაჭერა (ხელისუფლებისგან ამას არ ველი რადგან მათ ლაქუცები ურჩევნიათ) ამაში მსახლეობასაც და ხელისუფლებასაც დავარწმუნებ..

დღეს მდგომარეობა მართლაც,რომ პარადოქსულია …ხელისუფლება ჩინოვნიკებს აძლევს ქრთამს,რომ ქრთამი არ აიღოს..პარადოქსია,რომ ჩვენ ფულს აძლევენ ქრთამად,ჩვენ არაფერს გვეკითხებიან და სახელმწიფოს მიერ მიცემული ქრთამი გაცილებით სჭარბობს იმ თანხას,რომელიც მათ შეეძლოთ ეშოვათ მექრთამეობით…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *