ბატონი თემური მასწავლებლების ქომაგი და დამფასებელი იყო!

საქმემან შენმან გამოგაჩინოს…”  ადამიანი თავისი გაკეთებული საქმეებით იზომება. თეიმურაზ შაშიაშვილის  მოღვაწეობას ეს ბიბლიური ჭეშმარიტება ყველაზე უკეთ ესადაგება. უამრავი ჩვენი თანამემამულე მადლიერებით იხსენებს მის  საქმიანობას ქუთაისის მერად და იმერეთის გუბერნატორად ყოფნისას.

ჩვენ გადავწყვიტეთ შევკრიბოთ მსგავსი ფაქტები. დასკვნები ჩვენმა თანამოქალაქეებმა თავად გააკეთონ.

ლაურა გოგისვანიძე: ყველაზე დუხჭირ დროს პირველკლასელთათვის უფასოდ დარიგებული ბულკები გავიხსენოთ! ბატონი თემური მასწავლებლების ქომაგი და დამფასებელი იყო.

როგორ შეიძლება არ გვახსოვდეს მისი ბრძოლა, რომ მასწავლებელს კარგი ხელფასი ჰქონოდა და არა მარტო მასწავლებელს, პენსიონერებისთვის როგორ ზრუნავდა ,მაშინ როცა ბიუჯეტი არ ჰქონდა ქვეყანას!  ეს ისე მაგალითისთვის თორემ უამრავი კარგის თქმა შეიძლება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *