მაშინ მართლა გადაუდგა რუსეთის ტანკებს …

“საქმემან შენმან გამოგაჩინოს…”  ადამიანი თავისი გაკეთებული საქმეებით იზომება. თეიმურაზ შაშიაშვილის  მოღვაწეობას ეს ბიბლიური ჭეშმარიტება ყველაზე უკეთ ესადაგება. უამრავი ჩვენი თანამემამულე მადლიერებით იხსენებს მის  საქმიანობას ქუთაისის მერად და იმერეთის გუბერნატორად ყოფნისას.

ჩვენ გადავწყვიტეთ შევკრიბოთ მსგავსი ფაქტები. დასკვნები ჩვენმა თანამოქალაქეებმა თავად გააკეთონ.

გია დადიანი იხსენებს:

ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილს მებრძოლი სული აქვს და უყვარს ხალხი. ქუთაისის გვარდიაში ვიყავი არეულობის დროს რუსებს საღორიიდან ტექნიკის გაყვანა უნდოდათ. მაშინ მართლა წინ გადაუდგა რუსეთის ტანკებს .. ისიც მახსოვს, როცა  მხედრიონმა მანქანები წაიყვანა, არ შეეპუა -ჯაბა იოსელიანთან მივიდა და დააბრუნებინა.  იმ დროს მარტო დაგვსდევდა გვარდიას და მხედრიონს და რომ არ მოგატყუოთ გამოუვიდა კიდეც…  კიდევ იმიტომ ვცემდით პატივს, რომ დაღუპული მეომარი ბიჭების გადმოსვენებაში დაგვეხმარა – სოხუმში ჩამოვიდა… 

რიდი გვქონდა მაგ კაცის – ვიცოდით ქუთაისისთვის ყველაფერი კარგი უნდოდა. სააკაშვილის მაგივრად პრეზიდენტად შაშიაშვილი რომ გამხდარიყო, შეიძლება სხვა ცხოვრება ყოფილიყო!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *