რას ნიშნავს  ჩვენთვის „ქართული“?

ვინ გაიმარჯვებს ამ და მომდევნო არჩევნებში – ქართული თუ არა ქართული განწყობის ძალები! – ეს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. დარწმუნებით ვამბობთ – არაქართული ძალების გამარჯვება დამღუპველი იქნება საქართველოს მომავლისთვის!

გამოკვეთილად ვაცხადებთ: ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად არაქართულია ძალები, ვინც გარედან ფინანსდება და გარედან იმართება!

მივმართავთ ჩვენს  მხარდამჭერებს, ოპონენტებს, მათ ვისაც ჯერ არ ჩამოუყალიბებია თავისი პოზიცია, ზოგადად  ყველა ამომრჩევლს, ვინც გვეკითხება რას ნიშნავს  ჩვენთვის „ქართული“:

„საქართველო, როგორც სახელმწიფო რომ გადარჩეს, აუცილებლად უნდა იაროს საკუთარი, ანუ ქართული გზით!

„ქართული გზა“ სულაც არ ნიშნავს კარჩაკეტილობას! იზოლაციაში მოქცევას და ეპოქის (გლობალიზაციის) გამოწვევების უგულვებელყოფას! – პირიქით, ქართული გზის არჩევა საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ ეროვნული სახე და ხარკი გადავუხადოთ გლობალიზაციის გამოწვევებსაც, შევინარჩუნოთ ის, რამაც საქართველო დღევანდლამდე მოიყვანა და დანარჩენი სამყაროსგან მივიღოთ ის, რაც საფრთხეს არ შეუქმნის ჩვენს სულიერ არსებობას. ეს არის ჩვენთვის ქართული გზა – გზა ცივილიზებული სამყაროსკენ!

იხ. გზა ცივილიზებული სამყაროსკენ!  

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *