ავთანდილ (ზურა) ჩხაიძე:”მაშინ რომ თემურ შაშიაშვილი აგვერჩია,დღეს ხომ სხვა რეალობაში ვიქნებოდით?!

გენერალი ავთანდილ -ზურა ჩხაიძე თავის ფეისბუქის სტატუსში წერს: “მაშინ რომ თემურ შაშიაშვილი აგვერჩია,დღეს ხომ სხვა რეალობაში ვიქნებოდით?! ჰოდა გრძელდება ”დიდი ღამე!”

აქვე მოგვყავს ზურა ჩხაიძის სტატუსი, რომელიც მან გამოაქვეყნა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ”

ერთი ჩემთვის საპატივცემულო ადამიანი წერს, რომ გუშინდელი გახმაურებული ინტერვიუს შემდეგ ფიქრობს იმაზე თუ ვის ხელშია ქვეყანა და ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას გულისხმობს.თან მის ნააზრებში ერთგვარი მინიშნებაა საზოგადოებისადმი,რომ გამოასწორონ 2012 წელს დაშვებული შეცდომა(ნაცების შეცვლა ქოცებით)!

ჩემო მეგობარო, გული მტკივა როცა შენგან ვისმენ ამას! ვინ ვინ და შენ ხომ კარგად იცი,რომ ქოცების(ბიძინას) მოსვლა ნაცების(მიშას) არნახულმა კაცთმოძულე და ქართველთმოძულე ხროვამ განაპირობა!

მიშას რეჟიმის გაუსაძლისობამ და მოსალოდნელი რევოლუციური სცენარის განვითარების შიშმა აიძულა ამ პროექტის ავტორები სასწრაფო წესით აემოქმედებინათ მშვიდობიანი გზით ჩანაცვლების სამარქაფო გეგმა და ჩაგრულთა ოცნების ასახდენად, სცენაზე შემოეშვათ გამწარებული ხალხის ”იმედის გამკეთებელი!”
ჰოდა, მოტყუვდა ხალხი! თუმცა სხვა ასარჩევიც არავინ იყო და სისხლის მსმელ რეჟიმს ლამაზი დაპირებებით მომავალი ახალი საოცნებო ძალა ამჯობინა.

მერე გამოჩნდა,რომ შემოთავაზებული ახალი ძალაც ხალხს ისევ იმავე მთაგრეხილში ათხრევინებს გვირაბს საიდანაც ვერასოდეს გამოვა!

ვერ გავცდით სეთურის ქვეყნის მდგომარეობას და დავრჩით წყვდიადში!
დღესავით ნათელია,რომ ამ სცენარების ავტორები ქვეყნის გარეთ სხედან და ახალი პროექტის რეალიზაციისთვის ემზადებიან,რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა გათამაშდეს.ანუ ძალიან მალე გამოაჩენენ ახალ ლიდერს, რომელიც ახალ ”იმედს გააკეთებს” ამ გაუბედურებული ხალხისთვის და კიდევ ხანგრძლივი დროით დავრჩებით ამ სკვარამში!

სად არის გამოსავალი?

გამოსავალი ხალხშია მხოლოდ,რომელიც როგორმე უნდა გაერკვეს ამ პოლიტიკურ თამაშებში,უარი უთხრას ნაცქოცებს და გაჰყვეს არა სატყუარად შემოგდებულ ლიდერებს და უკვე ბოლომდე კომპრომეტირებულ პარტიებს, არამედ ეროვნული სულისკვეთების მატარებელ,ჭეშმარიტ ქართველებს!
ვინ არის ასეთი?

ამ წუთას ასეთად თემურ შაშიაშვილი მიმაჩნია, N65!

ვინც მედიის მხარდაჭერის გარეშე,ფინანსური რესურსების გარეშე, შიშველი ხელებით და თავგანწირულად იბრძვის ამ პოლიტიკური მაფიის წინააღმდეგ!

გაიგებს ხალხი ამ ჭეშმარიტებას? გაჩნდება შანსი ქვეყნის გადრჩენისა! ვერ გაიგებს და გაგრძელდება ”დიდი ღამე!”

ავთანდილ (ზურაბ) ჩხაიძე

2018 წ

წყარო: https://www.facebook.com/avtandil.chkhaidze/posts/2023990787663596

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *