ზურაბ ჩხაიძე: ” გაჩნდა შანსი საბოლოოდ უარი უთხრათ დისკრედიტირებულ პოლიტიკურ ძალებსა და მათ მიერ შემოთავაზებულ თუ მხარდაჭერილ კანდიდატებს!

საზოგადოებისთვის ცნობილია,რომ ხანგრძლივი კონსულტაციებისა და ფიქრის შემდეგ, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა ბატონმა თეიმურაზ შაშიაშვილმა.მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი ამ გადაწყვეტილებას დადებითად გამოეხმაურა და თავისი აზრი გამოხატა კიდევაც, სოციალური ქსელების მეშვეობით.

დაწყებულია კანდიდატის შეხვედრები მოსახლეობასთან და ხელმოწერების შეგროვება მის მხარდასაჭერად.მიმაჩნია რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის,რადგან გაჩნდა შანსი საბოლოოდ უარი უთხრათ დისკრედიტირებულ პოლიტიკურ ძალებსა და მათ მიერ შემოთავაზებულ თუ მხარდაჭერილ კანდიდატებს.

ამომრჩეველთა დიდი ნაწილის დროულად ინფორმირებისა და შექმნილ სიტუაციაში გარკვევის მიზნით საჭიროა ყველა ხერხითა საშუალებებით გავავრცელოთ ერის გამორჩეული და ავტორიტეტული შვილების პოზიცია შექმნილ სიტუაციაში.კარგი იქნებოდა თავიანთი მოსაზრებები გამოეხატათ “ქართული ერთობის დარბაზის დამფუძნებლებსა” და დარბაზის მეგობრებს,რომელთა მოღვაწეობაც თავის დროზე ”პატივდების სიგელით” აღინიშნა.

დრო არ ითმენს, არადა მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს,ვის უჭერს მხარს ”დემოკრატიული მოძრაობა”, ”პატრიოტთა ალიანსი” ”ქართული მარში”, ”სახალხო კრების” ყოფილი დამფუძნებლები. ბატონები: ლევან ვასაძე,ირაკლი მენაღარიშვილი,გურამ ქართველიშვილი,დიმიტრი ლორთქიფანიძე,ნიკოლოზ მჟავანაძე,ლაშა ამირეჯიბი და სხვანი! ამ საკითხზე ახლა დუმილი დანაშაულის ტოლფასია! ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!!!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *