თამაზ ჭეიშვილი: ბატონო ბიძინა! ,,ქართული ოცნების,, დამაარსებელო!

დიახ! თემურ,იგივე თეიმურაზ შაშიაშვილი,იყო,კომკავშირული ორგანიზაციის ლიდერი,ქუთაისის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე და კომუნისტური პარტიის წევრი! იყო და ამასა არც მალავს!

თუ მენდობით და დამიჯერებთ,მიუხედავად იმისა ,რომ კომუნისტური ,,დერჟავა,,მთლიანად აგებული გახლდათ სიყალბესა და კორუფციაზე,თემურ,იგივე თეიმურაზ შაშიშვილს არსად და არასდროს არ აუღია ქრთამი,ნათესაობის და ძმაკაცობის ნიშნით არ დაუწინაურებია მოქალაქე! არ ძმაკაცობდა კრიმინალებთან და მთელი ცხოვრება უჭირდა მატერიალურად, ვინაიდან ცხოვრობდა ხელფასზე!

ბატონო ბიძინა,საყვარელო და სანუკვარო,ქართველო ჯიგარო! თქვენ იმერეთიდან ხართ წარმოშობით და ეს ყველაფერი,რაც აქ ჩამოვწერე ჩემზე უკეთესად იცით!ამდენი სიკეთე რომ გაქვთ გაკეთებული,ნუ შეუშლით თეიმურაზ შაშიაშვილს ხელს!თუ ,,მწვანე შუქს,, აუნთებთ(ხელის არ შეშლას ვგულისხმობ) ხალხი მას უეჭველად აირჩევს პრეზიდენტად და,როგორც გადაარჩინა ქუთაისი და იმერეთი გაპარტახებას 90-იან წლებში,დარწმუნებული ვარ,პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში თავდაუზოგავად იბრძოლებს,რომ ასე გადაარჩიონოს საქართველოც!

მე გახლავართ,თამაზ ჭეიშვილი,მწრალი,ბუბლიცისტი,ლიტერატურული კონკურსების ლაურეატი,წიგნების ავტორი,ბრაზილიის საპატიო მაკუმბა!(ეს ბოლო ტიტული მსოფლიო მნიშვნელობისაა).

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *