სიმონ არველაძე: მხარს ვუჭერ და მივესალმებით ბატონი თემური შაშიაშვილის კანდიდატურას

თეიმურაზ შაშიაშვილი ქუთაისის მკვიდრია და ბავშვობიდანვე მის წიაღში მაგრად ფესვგადგმული
და თავდადებული პატრიოტი მამულიშვილი გახლდათ წლების განმავლობაში,როდესაც იგი ჯერ ქალაქის მერი იყო და მერე ასევე წლების მანძილზე წარმატებულად მოღვაწეობდა, როგორც დასავლეთის ყველაზე დიდი რეგიონის იმერეთის გუბერნატორი იყო და თავკაცობდა შესანიშნავად.თეიმურაზ შაშიაშვილი იყო ღირსეული მამულიშვილი, პატივისმცემელი და დამფასებელი ქართული ინტელიგენციისა, კულტურის ყველა დარგის განვითარებისთვის და გამდიდრებისთვის მან ბევრი რამ გააკეთა, არა მარტო ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის , მაშინ როდესაც თბილისიდან გამოგზავნილი ე. წ. გუბერნატორები იგზავნებოდა ქუთაისში, სამწუხაროდ, თავად იყვნენ იძულებულნი უკან წაეყვანათ ოთხ-ხუთ თვეში. აქ კი, რამდენიმე ათეული წელი ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი თავდადებულად და ერთგულად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას , მისი მოღვაწეობა მრთლაც, იყო მისაბაძი და საამაყო, ასეთი პატრიოტი, ერთგული და ბეჯითი მოღვაწენი მართლაც,რომ ცოტა ყავდა ადრეულ წლებში საქართველოს.

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას და მდგომარეობას ამ მხრივ არასახარბიელომდგომარეობაა, ამის შესახებ ორი აზრი არ არსებობს.

მხარს ვუჭერ და მივესალმებით ბატონი თემური შაშიაშვილის კანდიდატურას თუ მას ვიხილავთ შესაფერის თანამდებობაზე თანამედროვე საქართველოში.

სიმონ არველაძე მწერალი, პროფესორი,კულტურის დამსახურებული მუშაკი, ომისა და შრომის ვეტერანი, ღირსების ორდენოსანი, ვანისა ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *