ზურაბ ჩხაიძე: დაუფარავად ვაცხადებ, რომ პირადად მე N 65-ს თემურ შაშიაშვილს ვუჭერ მხარს!

ვთვლი, რომ ყველა ამომრჩევლის საფიქრალი კი არა დევიზი მხოლოდ ერთადერთი უნდა იყოს: „ყველა ამომრჩეველი უკლებლივ არჩევნებზე“ !!!! რადგან თუ ყველა ამომრჩეველი მივა არჩვნებზე, საკუთარ საარჩებნო ბიულეტენს მიაგებს პატივს და „იმ ნებისმიერ დაინტერესებულ ვიღაცას“ არ დაუტოვებს გამოსაყენებლად თავის ბიულეტენს, მხოლოდ მაშინ შეძლებს ხალხი იმის არჩევას ვინც მას სურს !!! ამას თუ ხალხის, საზოგადოების ჯგუფები იმასაც შევძლებთ დავუმატოთ პატიოსანი, მოუსყიდავი ადამიანებისაგან „შემდგარი საზოგადოების წარმომადგენელთა“ ჯგუფები ე.წ. ეგზიტპოლების მსგავსად ყველა საარჩევო უბანთან, მაშინ უკეთესად შევძლებს ხალხისათვის სასურველი პრეზიდენტის არჩევასა და დასახაული მიზნის განხორციელებას !!! აქვე გაგახსენებთ, რომ ასეთი მოხდა 2004 წელს და ასევე მოხდა 2012 წელსაც , და თუ ყველა მივალთ არჩევნებზე უკეთესი მოხდება 2018 წელს !!! მე კი დაუფარავად ვაცხადებ, რომ პირადად მე N 65-ს თემურ შაშიაშვილს ვუჭერ მხარს!!!

ვთვლი, რომ მხოლოდ მაშიც დავარღვევთ ლეგენდას „ჩიტი ბრდღვნად არ ღირს“-ო და დავრწმუნდებით, რომ თურმე მართალა ყოფილა “ ძალა ერთობაშია“ , თუ ამას ერთ დღეს -არჩევნების დღეს პატარა „თავს შევიწუხებთ და ერთი ადგილის წამოწევა არ დაგვეზარება სავარძლიდან საკუთარი თავის, საკუთარი ხმისა, შესაბამისად შვილებისა და ქვეყნის მომავლის პატივსაცემად“ !! აბა ვისაც არ უნდა რძე და ველი . . . და თან გამუდმებით ილაქლაქოს სიკვდილამდე !!! ასე თუ არ გსურთ, მაშინ შემოთავაზებულ „თვენთვის სასარგებლო ექსპერიმენტში მონაწილეობა საცდელად მაინც მიიღეთ“, რომ დარწმუნდეთ „ძალა ერთობაშია“ ნამდვილად თუ არა !!!!!!! რა ვიცი მთელმა საქართველომ მიიღო საცდელი კურდღლებით მონაწილეობა C ჰეპატიტის პროგრამაში, მაგრამ რატომ არ სურს არჩევნებში მონაწილების მიღება საკუთარი თავის, საკუთარი ხმისა, შესაბამისად შვილებისა და ქვეყნის მომავლის პატივსაცემად !!! ეს უკვე გაუგებარია !!

Avtandil Chkhaidze ის ნიჰილიზმი,რომელსაც თესენ საზოგადოებაში,რომ თითქოს არჩევნებზე მისვლას აზრი არა აქვს და უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია,მხოლოდ ნაცქოცების წისქვილზე ასხამს წყალს.ეს ცალსახაა! მათი მხარდამჭერები და მათზე მლოცველი ”გახლისტებული” ნაწილი აუცილებლად მივა და ხმასაც მისცემს თავიანთ კანდიდატს,ხოლო მათზე გულაცრუებული ამომრჩეველთა დიდი ნაწილი უბრალოდ ზემოთ აღნიშნული მიზეზით,სახლში დარჩება.ანუ ხმას დაკარგავს ამ ადამიანებისა და ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ საჭირო კანდიდატი! მარიგად არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ნაც ქოცების მოყვარულები და არჩეული ”ხლისტების” ბელადი მთელი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად გამოცხადდება! ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი რამისგან და ამიტომ მოგიწოდებთ მხარი დავუჭიროთ ბატონი ილიას ჭეშმარიტ აზრს: ”ყველანი არჩევნებზე და ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!” მე პირადად წარმოდგენილ კანდიდატთა შორის ცალსახად ვუჭერ მხარს ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის კანდიდატურას,მისი გაპრეზიდენტებით დავიწყოთ საქართველოს დაბრუნება ტაძრისკენ მიმავალ გზაზე!!!ვაჩვენოთ მსოფლიოს რა შეუძლია ქართველ მამულიშვილთა ერთად დგომას!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *