(ინტერპრესნიუსი) საპრეზიდენტო კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდა


საპრეზიდენტო კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ზუგდიდის ბულვარში მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო. შაშიაშვილისთქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში სამეგრელოში პოლიტიკური ტყუილი დასრულდება.

“მე ამ ლოზუნგით მივმართე სამეგრელოს მოსახლეობას – ერთად გავიმარჯვოთ საქარათველოსთვის. ჩემი ღალატი არ იქნება. უნდა დამთავრდეს ქვეყანაში ქუჩის პოლიტიკა და მატყუარა პოლიტიკოსების დროც. ჩვენ მოვდივართ შიშველი ხელებით, არავითარი შტაბები მე არ მექნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნებში, მით უფრო მეტი კორუფცია იქნება”, – აღნიშნა შაშიაშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატის ინფორმაციით, მას ცესკოში დასარეგისტრირებლად 30 0000-მდე ხელმოწერა უკვე აქვს. შაშიაშვილის მხადამჭერები დარწმუნებული არიან, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ქვეყანაში ნამდვილ პოლიტიკას ააღორძინებს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *