(gmtv.ge)თამაზ ჭეიშვილი: „ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტობის ორ რეალურ კანდიდატს ვხედავ…“

ისეთი პირი უჩანს,რომ ერის გადარჩენის მისიას თვით პატრიარქი და ეკლესია ითავებს !აი ამ ძალს კი ნამდვილად გაყვება ხალხი!

მოდით გულწრფელად ვაღიაროთ,ქვეყანაში,სადაც სერიოზულად მსჯელობენ მარიხუანას პლანტაციებით საქართველოს ,,აყვავებასა,, და მისი მორღვეული და მწყობრიდან გამოსული ეკონომიკის აღორძონებაზე რაიმე რეალურ სიკეთეს არ უნდა ველოდეთ,მითუმეტეს ვერც კი წარმოიდგენთ როგორ ბინძურ ,,პროექტებზე,, მუშაობენ საკმაოდ გავლენიანი გვამები,შინაურები ,თუ გარეულები’,,მომსვლელები თუ წამსვლელები,,!

ამ ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტობის ორი რეალური კანდიდატია,ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი.

ერთიც და მეორეც ხელს არ აძლევს არც უმრავლესობას და არც ,,მარტივ მამრავლებად ,,დაშლილ,სხვადასხვა პოლოტიკურ დაჯგუფებაში ჩასაფრებულ,აშკარად რევანშისტ, ნაციონალებს!

მიუხედავად დიპლომატიური წარსულისა,ქალბატონი სალომე არც მალავს,რომ ,,ქაჯებს,, დაიფრენს გაპრეზიდენტებისთანავე! ვინ,,მოიაზრება,,ქაჯებად? რა თქმა უნდა მოფაშისტო ნაციონალები და კარიერისტ – დემაგოგი,სნობი ,,ოცნებისტები,,!არის ასეთი ჰიპოთეზაც:ის ვინც მართავს და ხელმძღვანელობს ამ ანტიეროვნულ,,კამპანიას,, აშკარად ,,თამაშობს,, მისი სატანური პროექტის განხორციელებიდან გამომდინარე!როგორ და,აი უყურეთ:თითქოს მხარს უჭერს ზურაბიშვილს,სინამდვილეში კი სულ სხვა რამ აქვს ჩაფიქრებული… გაიხედავ და ,,ავლაბარში,, ისეთი ვინმე წამოსკუპდება ,,მეროადი საქონლის მაღაზიას,, რომ არ ანდობ!ქალბატონ სალომეს პიროვნებას კი,,ყურადღების მოსადუნებლად,, ‘ საზოგადოების ცნობიერების ,,სხვა რამეზე,, გადასატანად იყენებს!

რაც შეეხება ბატონ თეიუმარაზ შაშიაშვილს: ეს ის ,,მუქი ფერის ლაზიერია,, რომლის მენტალობა,მოვლენებისა და პიროვნებებისადმი დამოკიდებულება,ბევრმა საერთოდ არ იცის,ვინაიდან ,როცა იმერეთსა და ქუთაისში რკინის ხელით მართავდა ამ მშვენიერ მხარეს,დღევანდელი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ არ დაბადებულიყვნენ,ან თოჯინებთან და სათამაშოებთან ერთობოდნენ ,,კუდრაჭა პატალები,,! ხანდაზმულებს თავისი გასაჭირი აქვს, ზოგს ,,წითელი ქარი,, სტანჯავს … ზოგს ბუასილი და ოსტეოქონდროზი,ან უძილობა!
თემურ შაშიშვილი ის პოლიტიკოსია,რომლის მოსყიდვა,დაშინება,დაშანტაჟება,დაჩოქება წარმოუდგენალია! თუ მოკიდებს ხელს საქმეს,ბოლომდე მიიყვანს კიდეც!არ დაგაბნიოთ და არ ,,შეგაკრთოთ,, მისმა ,,ბოლშევიკურმა,, წარსულმა!თითზე ჩამოსათვლელია,მაგრამ იყვნენ უკვე ტრანსფორმირებულ ,,კომუნისტებში,, 70-იან 80-იან წლებში ადამიანები ვინც ხელფასზე ცხოვრობდა და გულით და სუფთა სინდისით ემსახურებოდა ხალხს!

და ბოლოს!რას უშვებით,რუსეთის და ამერიკის,გნებავთ ირანის,თურქეთის,არაბული სამყაროს და ჩინეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ? მოხდა კიდევ ძალიან უნიკალური რამ,რასაც ქვეცნობიერად ველოდი და რამაც ,,ვულკანივით,, ამოხეთქა!თუ კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდა ეს კოლაბორაციონისტული ვაკხანალია და ,,პლანომანია,, ‘ისეთი პირი უჩანს, ეროვნულ მოძრაობას ეკელსია ჩაუდგება სათავეში და ერის გადარჩენის მისიას თვით პატრიარქი და ქრისტიანული მართლმადიდებლონა იკისრებს! აი ამ ძალას კი უამრავი მხარდამჭერი ეყოლება,დამიჯერეთ!

წყარო: http://www.gmtv.ge/46955-2/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *