ნუგზარ ფოფხაძე: “ყველა ანტინაცი, ანტიბაქრაძისტი, ანტიოცნებისტი გაერთიანდება და, ალბათ, ხმას მიცემს… შაშიაშვილს!”

1. საინტერესო მოსაზრებებია: “…განსაკუთრებით სიმპტომატურია (დამაფიქრებელია)ვაშაძე -ბაქრაძის აგრესიული და დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ და მისი ქვეყნის მოღალატედ წარმოჩენა.ალბათ ყველასთვის გასაგებია, თუ რას ემსახურება ყოველივე ეს.ამბობენ იმასაც, რომ ივანიშვილმა საკუთარ ფავორიტად სალომე ზურაბიშვილი იმიტომ დაასახელა, რომ ის თავისი რენომედან გამომდინარე, ვერ გაუძლებდა შემოტევებს და ამით გზა გაუსუფთავა „ნაციონალებს“ პრეზიდენტის სავარძლის ხელში ჩასაგდებად, რაც ხავერდოვანი რევოლუციის , ანუ „ნაციონალური“ რეჟიმის ხელისუფლებაში ოფიციალურად დაბრუნების წინაპირობა იქნება!

მე უფრო სხვა გეგმა-ჩანაფიქრი მგონია: ვაშაძე და ზურაბაშვილის სახელებს ისე გაატალახებემ, გააბინძურებენ, რომ გზა გაეხსნება… დავით ბაქრაძეს!!!!

დავით ბაქრაძეს – დანა-ჩანგლის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების ორიგინალური თეორიის ფუძემდებელს. რბილს, არახისტს, ემოციებისგან განთავისუფლებულ, აპარატულ თამაშებში ნასპიკერალ, ნამინისტრალს…

2. შაშიაშვილი აშკარად წესიერი, გონიერი, ერთობ გამოცდილი კაცია. არ არის წამსვლელი კომპრომისზე უზნეობასთან, სიხარბესთან, კორუფციასთან… ეს არის მისი ყველაზე მთავარი “ნაკლი”… და სწორედ ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ მისი შედეგი არ იყოს შთამბეჭდავი.

3. თეორიული და ფანტაზიაგარეული “ვარაუდი”: ნინო ბურჯანაძე ფრიად საინტერესო კანდიდატი იქნებოდა. მაგრამ ვინაიდან ის არ მონაწილეობს ამ არჩევნებში, ყველა ანტინაცი, ანტიბაქრაძისტი, ანტიოცნებისტი გაერთიანდება და, ალბათ, ხმას მიცემს… შაშიაშვილს!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *