თემურ შაშიაშვილი: საქართველო ჯვრის ძალით გაერთიანდება!

დღეს, 12.00 სთ-ზე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი გვირგვინით შეამკობს აფხაზეთის ომში დაღუპულთა დიდების მემორიალს და პატივს მიაგებს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავს ხსოვნას. დღესვე, საღამოს თეიმურაზ შაშიაშვილი გაემგზავრება ქალაქ ქუთაისში, ჯვართამაღლების დღესასწაულზე და წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მონაწილეობას მიიღებს სახალხო ღონისძიებებში და საღამოს ადგილობრივი ტელევიზიებით საზოგადოებას მიმართავს.

თეიმურაზ შაშიაშვილი: _ დღეს ჯვართამაღლებაა ! ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაული – გილოცავთ! დღეს სოხუმის დაცემის დღეა. საქართველოში ოდითგან ვიცით, რომ განსაცდელი ბოროტება არ არის, როცა რწმენით ცხოვრობ. საქართველო არასდროს დაივიწყებს სამშობლოსათვის დაცემულ გმირებს, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას. საქართველო ჯვრის ძალით გაერთიანდება!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *