(euronews.ge) თემურ შაშიაშვილის შტაბი მოქალაქეებთან ცოცხალ კონტაქტს ირჩევს

_ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა ისაუბრა საინტერესო ინიციატივაზე,  რაც  პრეზიდენტობის კანდიდატების ერთობლივ შეხვედრებს გულისხმობს ამომრჩეველთან.  საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, წლების განმავლობაში მიეჩვია მტრობას და  ოპონირების საზოგადოებისათვის მიუღებელ რეჟიმში ყოფნას, მეტიც –   დაპირისპირებაში ჩაითრია თავად საზოგადოება. ეს მოსახლეობას, ამომრჩეველს ძალიან აღიზიანებს.

არსებობს საზოგადოებრივი დაკვეთა პრეზიდენტობის კანდიდატების  ერთობლივ შეხვედრებზე, თუნდაც პრესკონფერენციის სახით. სწორედ  ეს ინიციატივა გააჟღერა თეიმურაზ შაშიაშვილმა  ოფიციალურად დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში.

სამწუხაროდ, ჯერ  პრეზიდენტობის არცერთი კანდიდატი და არც მათი შტაბები არ გამოხმაურებიან  ამ საინტერესო  ინიციატივას.

ამიტომ, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ თეიმურაზ შაშიაშვილის შტაბის ეს შეთავაზება  და რამდენიმე დღე მივცეთ იმისათვის, თუნდაც იმ  რეგიონებში, სადაც ჩვენი კანდიდატი წარადგენს საპრეზიდენტო პროგრამას, წამობრძანდნენ და ერთად შევხვდეთ მოსახლეობას.

_ იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რომელ კანდიდატებს ეპატიჟებით ერთობლივ პრესკონფერენციაზე? _  – ეს არის პოლიტიკური პროცესი და ჩვენ ვცდილობთ, პატივისცემით მოვეკიდოთ თითოეულ კანდიდატს. არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ელიტარული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები არიან თუ არაკვალიფიციური სუბიექტები.

_ პირადად თუ შესთავაზეთ პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატს ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლა? – დღემდე ეს იყო საეთერო შეთავაზება.

ორშაბათიდან, თითოეულ მათგანს შტაბებში გავუგზავნით  წერილებს და ოფიციალურად შევთავაზებთ მონაწილეობის მიღებას.

ჩვენ გამარჯვებისთვის მოვდივართ. მე, რიგით მოქალაქე ლელა ებრალიძეს, პიარტექნოლოგიის სპეციალისტს, არცერთ მოძრაობაში და პარტიაში არ შემხვედრია.  უანგარო მომხრეების ისეთი დიდი ტალღა, როგორიც თეიმურაზ შაშიაშვილს  ყავს საპრეზიდენტო არცევნებში. , რა თქმა უნდა, არ ვგულიხსმობ 2012 წელს.

თეიმურაზ შაშიაშვილს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს. ამ  ადამიანების უმეტესობა  არიან იმ სეგმენტის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე თავს იკავებდნენ, მაგრამ სწორედ ჩვეი კანდიდატის გამო  გახდნენ მოტივირებულები.

თავად  თეიმურაზ შაშიაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ არ გვაქვს დიდი ფინანსური შესაძლებლობები და არც ვცდილობთ მის მოპოვებას. პრინციპულად  ვემიჯნებით ფინანსურ პირამიდებს საარჩევნო პროცესში.    ჩვენი გამარჯვება და ფინანსები დამოკიდებულია ჩვენს რიგით ამომრჩევლებზე. გვირჩევნია, ამომრჩევლიდან მივიღოთ თითო ლარი, ვიდრე გვყავდეს ისეთი ,,სერიოზული  პატრონები     ‘, როგორებიც ჰყავთ ჩვენს ოპონენტებს ,,ოცნება”-ს ან ,,ნაციონალურ  მოძრაობას” და მათ -განაყოფებს (ჩემთვის ისინი დღემდე არიან ერთნი) და როგორებიც ხდებიან შმდეგ პოლიტიკის დამკვეთები.  . თეიმურაზ შაშიაშვილს და მის შტაბს არ სურს, ფინანსურად ვინმე მსგავსზე იყოს დამოკიდებული.

ჩვენ , საინიციატივო ჯგუფს გვაქვს გახსნილი თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდაჭერს ფონდი, ანუ ანგარიში, რომელზეც რიგითი მოქალაქეები გვირიცხავენ მცირედს. ეს არ გახლავთ მსუყე თანხები, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავუკვეთავთ კვლევებს და  რეალურად, არათანაბარ პირობებში გვიწევს ბრძოლა.

მედიასაშუალებების გარკვეული ნაწილი საუბრობს, რომ პრეზიდენტობის სამი-ოთხი კანდიდატია ლიდერი, მაგრამ თუ გავალთ საზოგადოებაში და მოვუსმენთ ხალხის ხმას, მათი დასახელებული ლიდერების სახელები არ ემთხვევა ხალხისთვის საინტერესო კანდიდატების  სახელებს. ამიტომ, კვლევები  და კარგი ცხოვრება გადავდეთ გვერდზე  და პრიორიტეტად გავიხადეთ თითოეულ მოქალაქესთან ცოცხალი კონტაქტი.

თეიმურაზ შაშიაშვილმა „რკინის ქალამნები ჩაიცვა“, დადის რეგიონიდან რეგიონში და ხვდება ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით  ოპონენტს და ტავშეკავებულს. მომხრეები ისედაც გვაძლევენ ხმას.

. აი, ეს არის ჩვენი კვლევა და სოციალური გამოკითხვა –  ცოცხალი და უშუალო კონტაქტი და ის დაკვეთილ კვლევებზე უკეთ აჩვენებს რეალურ სურათს.

წყარო: http://euronews.ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *