(2020 news.ge)იამაყებს, ყველა ვინც ხმას მოგვცემს, ჩემგან ღალატი არ იქნება – თემურ შაშიაშვილი

იამაყებს, ყველა ვინც ხმას მოგვცემს, ჩემგან ღალატი არ იქნება!” – განაცხადა თეიმურაზ შაშიაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

იმერეთი ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი, პრეზიდენტობისთვის 65 ნომრით იბრძოლებს.

„ჩვენი დევიზია: „ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!“ ეს შემთხვევით არ აგვირჩევია. დღემდე საქართველოში იმარჯვებდნენ პარტიები, პარტიული ჯგუფები, ცალკეული პოლიტიკოსები და დამარცხებული იყო და არის საქართველო. ჩემი ამოცანა არ არის პიროვნული გამარჯვება, ამ არჩევნებში მე ვიბრძვი საქართველოს გამარჯვებისთვის! საარჩევნო ნომერიც – 65 გვიწყობს ხელს. 2018 წლის 28 ოქტომბერს ვირჩევთ უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში მეექვსე სახელმწიფო მეთაურს და მეხუთე პრეზიდენტს. ჩვენ საარჩევნო სიაში ბოლო ვართ. ვისურვებდი, რომ არჩევნების შედეგებით პირველი ვყოფილიყავით!”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: https://2020news.ge/2018/09/26/%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AA-%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *