თამაზ ჭეიშვილი: საუბარი ოპერის ბაღ – პანთეონში,ქართველ,,ხოსე მუხიკასთან,,!

პანთეონია,მაშ რა არის? ნახეთ როგორი ხალხია იქ დაკრძალული!
წავიდნენ თემურის შვილები და ჩამოვჯექით ეს ,,ჯეელები,, …მუხლი დავასვენეთ!ზურიკო ანჯაფარიძე ,თემურის სიძე გახლდათ.
გავიხედეთ და ფოტოხელოვანი,ილია ბოჭორიძე წამოგვადგა თავზე! – გაიღიმეთ,ბატონებო,ფოტო უნდა გადაგიღოთ!- არა და უკვე გაღიმებულები ვიყავით!
მერე 90-იანი წლები გავიხსენეთ…მაშინ შაშიაშვილი,ჯერ ქუთაისის მერი იყო,მერე იმერეთის გუბერნატორი. ვზივართ ვიხსენებთ იმ ავადსახსენებელ ოთხმოცდაათიან წლებს და ნახეთ რას მეუბნება,კაცო:

– ჩემო,თამაზ იმ 90-იან წლებში,აი,,შუქი და გაზი რომ ენატრებოდა ხალხს,, ელექტროენერგიაც ოხრად იყო და გაზიც!

– ვა, ეგ როგორ?-თვალები შუბლზე ამივიდა.

– როგორ და ,,ლამაზად,,! შეგნებულად უთიშავდნენ და არ აძლევდნენ მოსახლეობას ელექტროენერგიას ,გაზსaც…რა ვიცი…ყველაფერს!

– რატომ,კაცო?რატომ? – გამიკვირდა ,მეტი რომ არ შეიძლება ისე.ის 90 – იანები ხომ ჩემმა ოჯახმაც გამოიარა!

– რატომ და ,,იმიტომ,,! გათახსირებული კარიერისტები მართავდნენ ქვეყანას და მართავენ დღემდე!

– ეუუჰ!

– რა ეუჰ? რითაც მივედი ქუთაისში,იმითვე წამოვედი! არ ,,ავშენებულვარ,, და არ დამიდგავს სასახლეები არც თბილისში და არც …სხვაგან!სახლში კაცი ვერ მიმიყვანია, ერთ ოთახში ვცხოვრობთ ამდენი სული!- წამოწითლდა შაშიაშვილი.

– ე, ბიჯო,გუბერნატორი კაცი იყავი,თემურ ჩემო…რამენაირად კი მიაშენებდი,, ლოჯს,, იმ ერთ ოთახს!

-კი! მივაშენებდი! ერთს კი არა ,,ბევრ ლოჯს,, მივაშენებდი!არ ვიკადრე,ჩემო თამაზ!ვერ ვიკადრე!,,ნიჭი,,უნდა მაგასაც!

– ეხლა,,მამა შვილს რომ არ აიყვანს ხელში,,!ქვეყანა რომ დააქციეს ჯერ ,,იმათ,, და მერე ,,ამგენმა,, …,,რეიზა,, სწირავ თავს,თემურ ბატონო,რად გინდა პრეზიდენტობა,მითხარი გაფიცებ ყველაფერს!თანაც,ნახეთ რამდენი ბანერები ,ბილბორდები , პლაკატებია გამოფენილი!სამ მილიონიან ქვეყანაში,კაცზე ,,5 პლაკატი მოდის,,!…ძირითადად სამი კანდიდატის ხოტბა და დიდებაა ამ ,,სააგიტციო ,მასალებში,,!…როგორც ჩანს,დიდი ფული ტრიალებს არჩევნების რეკლამაში და კანდიდატების ,,გაიმასქნებაში,, თემურ ბატონო!თქვენ,ჩემო ძვირფასო კანდიდატო,მხოლოდ ფეისბუკში ჩანხართ და კანტიკუნტად ტელეეკრანზე!ამ ფულიანებს გინდათ აჯობოთ?ერთ ,,ნავაროჩენი,, ქუჩის ბანერში,მინიმუმ 5 000 იხდიან,ტელესაეთერო დროზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

– მოიცა,მოიცა!ჩემი ცხოვრება ასე მოვდივარ! პირდაპირ ველაპარაკები ადამიანებს!არასოდეს მყოლია მცველები,სულ მარტო დავდიოდი და თვალებში ვუყურებდი იმათ ვისაც ეგონა რომ ქვეყანას არ აქვს შუქი და ამ დროს ქვეყანას ჰქონდა ბევრი ელექტროენერგია! თვალებში ვუყურებდი იმათ ვისაც ეგონა,რომ ქვეყანას არ აქვს გაზი და ამ დროს თავზე საყრელი იყო გაზი!არ მრცხვენოდა გაჭირვებული ხალხის თვალებში ყურება! მეც ისე ვცოვრობდი,როგორც ყველა!

-გეთქვათ ხალხისთვის!ასე და ასეა საქმე,გვატყუებენ ეს ,,მამაძაღლი თაბაგარი – სეთურები!,,…”ყვარყვარე თუთაბერები,,! ,,აგეწიათ სკანდალი,,!არ გამოგყვებოდა ,,ნაროდი,,თუ რა?

– მაშინ ,,ნაროდს,, ძალიან შიოდა! ეშინოდა! დაქცეული იყო ქვეყანა!დემორალიზებული და დათრგუნული იყო ხალხი! აღარავის ენდობოდნენ! მაქსიმუმ,რასაც ვაკეთებდი ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე,ნემსის ყუნწში ვძვრებოდი და ჩემი გამქონდა ჯიუტად, ქუთაისის და იმერეთის სასარგებლოდ.რამდენჯერ დავეჯახე ცენტრალურ ხელისუფლებას…

-კარგი! დავუშვათ და ჩატარდა არჩევნები,,პატიოსნად,,’ანუ,ერ გააყალბეს!აგირჩიათ ხალხმა!რას შვებით ამის შემდეგ?

– თუ ამირჩია ჩემმა ხალხმა,მე მაქვს იმის სურვილიც და გამოცდილებაც,რომ ძალიან მოკლე დროში საქართველო დავამგვანო ქვეყანას!

არის ასეთი პრეზიდენტი,ხოსე მუხიკა! ურუგვაის პრეზიდენტია!ყველაზე ღარიბი პრეზიდენტია,მსოფლიოში!მას არც მცველები ჰყავს და პერსონალურ ავტომობილზეც უარი თქვა!უარი თქვა პრეზიდენტის ყველა პრივილეგიაზე!ბაზარში და მაღაზიაში თვითონ დადის,წარმოგიდგენია? დგება რიგში(თუ რიგია) და როცა მოუწევს,ყიდულობს რაც უნდა! სამაგიეროდ,აღარ შია მის ხალხს და უყვართ პრეზიდენტი ხოსე მუხიკა!
– ჩემო ძვირფასო ბატონო თემურ!თქვენ, ,,მუხიკა,, იყავით ჯერ კიდევ 90 – იან წლებში, მერობის და გუბერნატორობის დროს! ხალხო!აირჩიეთ თემურ შაშიაშვილი და გვეყოლება,,ქართველი ხოსე მუხიკა,,!
– სკამზე ადი და გამოთქმით დაიძახე! – იცინის შაშიაშვილი… მეც მეცინება…
ჩამავალი მზე, ირიბად ანათებს, შადრევანთან მოკისკისე ბავშვებს .

PS
,,იცინის ის,ვინც ბოლოს იცინის,,!გავიცინებთ თუ ისევ დაღვრემილები ვივლით ეს თქვენზეა დამოკიდებული, მკითხველო!

(ვიდეო) თამაზ ჭეიშვილსა და თეიმურაზ შაშიაშვილის გულახდილი საუბარი ოპერის ბაღში

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *