(euronews.ge),,უნდა ვაჩვენოთ პოლიტიკურ სპექტრს და მათზე აკიდულ მედიას, რომ ჩვენ-უფულოები და უუფლებოები მეტნი ვართ”

– ბატონო თემურ, ამბობთ ფინანსები არ გვაქვსო, ამ დროს „კინგ დევიდში“ – თბილისში ლამის ყველაზე ძვირადღირებულ კომპლექსში წიგნის პრეზენტაციას აანონსებთ. გამდიდრდით? სპონსორი ხომ არ გამოგიჩნდათ საარჩევნო პროცესში?

– არაფერი შეცვლილა, კონკურენტების ოდენობის საარჩევნო ფული არ გვაქვს , ჩვენი შემომწირველები შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მქონე რიგითი ქართველები არიან. თუმცა დიდ შესაძლებლობებს არც ვეძებთ, რადგან კარგად ვხედავთ, რას დაამსგავსა მავანი და ბევრი პარტია ოლიგარქების თუ გარედან მიღებულმა ფინანსებმა. არაერთხელ აღვნიშნე, დიდ ფულს დიდი ვალდებულებები მოსდევს, ეს ვალდებულებები ქვეყნის სწორად განვითარებას აფერხებს და ჩვენ ამაზე თავიდანვე ვთქვით უარი.

მერწმუნეთ, არჩევნებში მცირედითაც საუკეთესო შედეგს დავდებთ. უნდა ვაჩვენოთ პოლიტიკურ სპექტრს და მათზე აკიდულ მედიას, რომ ჩვენ – უფულოები და უუფლებოები მეტნი ვართ ამ ქვეყანაში და ჩვენს სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დავუბრუნდეთ პრეზენტაციას. ჩემმა საინიციატივო ჯგუფმა მომაწოდა ინფორმაცია ქართული სივრცისთვის გასაოცარი და უპრეცენდენტო ინიციატივის თაობაზე, რომელიც ეკუთვნის კომპლექს „კინგ დავითს“ და რომლის მსგვასი საქართველოს მაშტაბით არ მეგულება.

ინიციატივა ეხება კომპლექსის შენობაში საქართველოს პრეზიდენტობის ყველა კანდიდატისათვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნის ინიციატივას.

ასეთი ინიციატივა „კინგ დევიდის მენეჯმენტს “ დაებადა ?!.

– დიახ, ასე მითხრეს და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. დღეს, ასეთი უსამართლო საარჩევნო გარემოს ფონზე, ასეთ ველურ, არათანაბარ პირობებში კომპლექსის დირექტორიატის ეს ინიციატივა ნამდვილი მონაპოვარია. ეს არის ის, რაც რეალურად აკლია ქართულ პოლიტიკურ სივრცეს და აკლიათ წარმატებულ ადამიანებს.

ჩემი აზრით, ეს პრეცენდენტი თავდაყირა აყენებს წინა ორი მმართველი პოლიტიკური ძალის – ნაცმოძრაობისა და ოცნების მიერ მიღებული კანონმდებლობის შედეგებს არაკვალიფიციური და კვალიფიციური სუბიექტების თაობაზე. ვუსურვებ ჩემ თავს და ვისურვებდი ყველას – გადამდები გამხდარიყოს ეს ინიციატივა.

ახლა კი, სანამ სხვები მოიფიქრებენ და იგივეს გააკეთებენ, ვსარგებლობთ „კინგ დევიდის“ შეთავაზებით და უკვე კიდეც დავგეგმეთ კრებულის „გზა – ცივილიზებული სახელმწიფოსკენ “ პრეზენტაცია.

– არჩევნების ფორმატში ხართ, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეს კრებული თქვენთვის და რატომ ამთხვევთ არჩევნებს?!.

ეს არის კრებული, რომლის შექმნაზე რამდენიმე წლის განმავლობაში 200 ზე მეტმა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა იმუშავა და რომელშიც გათვალისწინებულია 2000 მეტი სხვადასხვა სფეროს სპეციალისტის მოსაზრება. მე ინიციატორი გახლავართ , ორგანიზებას ვუკეთებდი შეხვედრებს, კონსულტაციებს, შეჯერებული მოსაზრებების დოკუმენტებად ქცევას, მასალების შეგროვებას და ბოლოს – დაბეჭდვაზეც ვიზრუნე. ეს ჩვენთვის საამაყო ხალხის ნაშრომია, ისეთი, საუკუნეებს რომ გაუძლებს და მასზე დაყრდნობით სერიოზული შედეგის მიღება შეგვიძლია სახელმწიფოებრიობის შექმნის გზაზე; ნმაგრამ დღეს მეტს ნუ მასაუბრებთ, პრეზენტაციის დღისთვის დავიტოვებ სათქმელს. მობრძანდით 5 ოქტომბერს „კინგ დევიდში“ 17 საათზე, ყველას გიწვევთ, მედიას, საზოგადოებას, მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს და ავტორებთან ერთად წარმოგიდგენთ ამ უნიკალურ ნაშრომს.

„კინგ-დევიდში“ მხოლოდ ამ პრეზენტაციით შემოიფარგლებით ?

ნაშრომი „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ დღეს ჩემი, როგორც კანდიდატის საპრეზიდენტო პროგრამის მთავარი ორიენტირია. ასე რომ, საკმაოდ ბევრია სათქმელი.

ამასთან , პრეზენტაციამდე ნახევარი საათით ადრე, 16.30 წთ ზე კომპლექს “კინგ დევიდის” ივენთ ჰოლიდან სპეციალურ მიმართვას გავავრცელებ კოლეგა კანდიდატების მისამართით.

ისევ ერთობლივ შეხვედრებზე გინდათ მიმართოთ?!.

დიახ, რადგან არ ჩავთვლი თემას ამოწურულად, სანამ არ მივიღებ პასუხს, თანხმობის შემთხვევაში – თანამშრომლობის ფორმატზე, უარის შემთხვევაში – არგუმენტაციას.

მინდა ასევე გაცნობოთ, რომ კინგ დევიდის მენეჯმენტის ამ ინიციატივას გამოეხმაურა ტელევიზია ქართული არხი და იქაც, ძალიან მალე მაყურებელი იხილავს გასხვავებულ და რეალურ დემოკრატიულ პროცესს.

მინდა ვისარგებლო თქვენი სულგრძელობით და მადლობა ვუთხრა ამ იშვიათი არქიტექტურული ღირებულების და სრულიად განსხვავებული ბიზნესფილოსოფიის შენობის მესაკუთრეებს უპრეცენდენტო გადაწყვეტილებისათვის.

კარგი იქნება თუ ამ დიდსულოვნებას ქართული არხივით სხვებიც შეუერთდებიან.

წყარო: http://euronews.ge/ksk%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *