(gmtv.ge) ვიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას სიყალბის წინააღმდეგ! –  თეიმურაზ შაშიაშვილის საარჩევნო პროგრამა

პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის საარჩევნო პროგრამა და პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე.

ვიწყებთ საერთო სახალხო მოძრაობას სიყალბის წინააღმდეგ!

ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

-დიდი ანალიზი არ არის საჭირო, რომ 1990-იანი წლებიდან საქართველო ქართული სიყალბის პირობებში ცხოვრობს.
სიყალბე შეფუთულია აგრესიით და გამაგრებულია ფულით – ეს არის პოლიტიკური ფული, როგორც ქართველი
ოლიგარქების, ასევე ქვეყნის გარედან სოროსული და მისი მსგავსი ოდიოზური პიროვნებებისა და მათი მორჩილი
ორგანიზაციებისგან.
დღემდე ყველა მთვრობა ამბობდა, რომ მუშაობს კარგად, მივდივართ წინ, პირველები ვართ ყველაფერში. თუ ეს
ყველაფერი სწორი იყო, მაშინ ლამის რატომ ცხოვრობს ხალხი უარესად – ღარიბი კიდევ უფრო ღარიბი როგორ გახდა,
მაშინ როცა მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა?!
გენიალურად თქვა მსოფლიოში აღიარებულმა მეცნიერმა, „განწყობის თეორიის“ ფუძემდებელმა, დიმიტრი
უზნაძემ: “… გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ
გლახები და მონები გახლავართ!“
მოქმედებაა საჭირო – ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში უპირველესად და მოსახლეობა დაინახავს რა მასშტაბების
სიყალბესთან გვაქვს საქმე.
• ყოველგვარი კანონის დაცვით შევეცდები გამოქვეყნდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის
კანდიდატების მიერ წარდგენილი ხელმომწერთა სიები. მოსახლეობას თმა ყალყზე დაუდგება. რას უნდა ველოდოთ იმ
პარტიებისა და ადამიანებისგან, რომლებიც სიყალბით იწყებენ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას!
• დამოუკიდებელ ექსპერტთა მონაწილეობით შევქმნი კომპეტენტურ ჯგუფებს და გავაანალიზებ არჩევნების
წინ პარტიებისა და არჩევნებში მონაწილე კანდიდატების საარჩევნო დაპირებების შესრულებას – ვიფიქრებ ისეთ
საკანონმდებლო სისტემაზე, რომელიც არ მისცემს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას იმ პოლიტიკურ ძალას, თუ
პიროვნებას, რომელმაც ხალხი მოატყუა რა გამოდის? თუ ადამიანმა ვინმე მოატყუა, თაღლითობისთვის ასამართლებენ
და პასუხს არ ვთხოვთ იმ ძალებს, რომლებიც მთელ მოსახლეობას ატყუებენ?!
• უცხოელ ექსპერტთა მონაწილეობით შევადგენთ ადამიანის საარსებო კალათას, აღმოჩნდება, რომ ყველა ყველა
ეტაპზე გვატყუებდა, რომ საარსებო მინიმუმი რამდენჯერმე აღემატება მთავრობის მიერ დადგენილს.
• დავადგენ რეალურ საარჩევნო სიას მოსახლეობა დაინახავს, რა სიყალბით ვატარებდით და ვატარებთ არჩევნებს.
• გავაანალიზებთ: რას ლაპარაკობენ პოლიტიკოსები ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ოპოზიციაში გადასვლისას.
ვნახავთ, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო იქნება ეს გამოსვლები. ისინი პარპაშობენ, ჩვენ კი მონებად გვაქციეს!

წყარო:  http://www.gmtv.ge/48294-2/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *