(euronews.ge) თემურ შაშიაშვილი ინტელიგენციის წარმომადგენლებს სთხოვს, უშუამდგომლონ ზურაბიშვილთან და ვაშაძესთან დებატებში დასაჯდომად”

დღეს, 8 ოქტომბერს, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თეიმურაზ შაშიაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებისთვის პრესსკონფერენცია გამართა. მან კიდევ ერთხელ მოითხოვა დანარჩენი პრეზიდენტობის კანდიდატებისგან ერთობლივი შეხვედრის ჩატარება ამომრჩევლის წინაშე. ისაუბრა შიშზე, რადგან ყოფილი და ახლანდელი მმართველი გუნდების წარმომადგენლები ძალიან უფრთხიან მასთან დებატებს. თემურ შაშიაშვილმა მკაფიო მესიჯი გაუგზავნა ინტელიგენციის წარმომადგენლებს, ლადო კახაძეს, რეზო ამაშუკელსა და ზურა ყიფშიძეს , რომლებიც ღიად აფიქსირებენ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას და დანარჩენ საზოგადოებას ოცნების მიერ მხარდაჭერილი ამ კანდიდატისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ.

წყარო: http://euronews.ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *