საინიციატივო ჯგუფი: ვიწყებთ საერთო-სახალხო მოძრაობას სიყალბის წინააღმდეგ.

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, თეიმურაზ შაშიაშვილს, თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალება მიზანმიმართულად გადაუკეტეს, კანდიდატის მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფი ხვალიდან იწყებს უშუალო შეხვედრებს მოსახლეობასთან თბილისში და საქართველოს ყველა რეგიონში.

ამომრჩევლებს ბუკლეტის სახით დაურიგდებათ პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამა სახელწოდებით: „ასე ცხოვრება აღარ შეიძლება – ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის!“ და კრებულის სახით გამოცემული საპროგრამო ორიენტირი „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“. ამ კონკრეტული ნაბიჯით ვიწყებთ საერთო-სახალხო მოძრაობას სიყალბის წინააღმდეგ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საპროგრამო დოკუმენტების მიღება თეიმურაზ შაშიაშვილის საარჩევნო შტაბში: თბილისი, კოსტავას 6. მე-2 სართული

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის

თეიმურაზ შაშიაშვილის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი

10.10.2018წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *