ჩემს ძვირფას ოზურგეთელებს!

გულწრფელად გილოცავთ სახალხო დღესასწაულს „ალეგრობას“. სასიხარულოა, რომ ჩემთვის ძვირფასი ადამიანების, ბატონების ნოდარ გოგუას და ვასილ ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით ოზურგეთში ეს ლამაზი დღესასწაული აღდგა.

დღეს, როცა საზოგადოებას, ფაქტიურად სიდუხჭირეში და სასოწარკვეთაში უხდება ცხოვრება, ასეთი სახალხო დღესასწაულების ჩატარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
რამდენადაც ვიცი, ამ დღესასწაულის ფარგლებში საპატიო მოქალაქის ტიტული ენიჭებათ გამორჩეულ ოზურგეთელებს. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ აღიარებას. სიკეთე დაგბედებოდეთ!

პატვისცემით და სიყვარულით,
თეიმურაზ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *