(newposts.ge)ან ჩაატარებთ სამართლიან არჩევნებს, ან წახვალთ პოლიტიკიდან“ – შაშიაშვილის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს.შაშიაშვილი ამბობს, რომ პარტია, პარადოქსია და მსგავსი შემთხვევა არ არსებობს, როცა პარტია არ ასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატს, აბუჩად იგდებს პრეზიდენტის პოსტს და დღეს უკვე ცდილობს თავისი მხარდაჭერილი კანდიდატი გაიყვანოს.

„როგორც სჩანს ჩვენ გვეუბნებიან – რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. ეს არავისთვის უპატიებია ქართველ ხალხს. არ აპატიეს არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს და არ აპატიებს არც ბიძინა ივანიშვილს. მე არ მინდა დავიჯერო, მისი და ბოკერიას კონტაქტები, ის, რასაც ამ ქალბატონზე (სალომე ზურაბიშვილზე) ქუჩაში საუბრობენ, არ მინდა დავიჯერო დასავლეთის მოთხოვნები, რომ სააკავშილს გზა გაეხსნას. ქართველ ხალხს არ სჭირდება არც სოროსელი და არც გარედან მართული პრეზიდენტი. ამ ყველაფერს ხელს უწყობს ბატონი ივანიშვილი თავისი ქმედებებით თუ უმოქმედობით“ – აცხადებს შაშიაშვილი.

მისი შეფასებით, დღეს ივანიშვილის გვერდით არის ორი კატეგორია – ოპოზიცია, რომელიც ილანძღება და ივანიშვილის გუნდის წევრები, რომლებიც ადიდებენ მას. „ერთიც დიდი შეცდომაა და მეორეც, ორივე ანტიქართულია“ – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი.

„მე რომელიც ორჯერ დავუდექი ტანკებს წინ, პიროვნება რომელიც შევიდა თვითმფრინავში, რომელიც შეიძლება ჩამოვარდნილიყო, მზად ვარ ქართველი ხალხის დასაცავად დავდგე წინ, რომ კვლავ სოროსელი არ მოვიდეს, კვლავ თავისუფლების წინსტიტუტის წარმომადგნელები არ მოვიდნენ. მე თუ გავხდები პრეზიდენტი, ვიცი რომ არ ვიქნები არც ივანიშვილის ერთგული და არც მისი მსახური, მე ვიქნები ქვეყნის ერტგული და ხალხის მსახური. უნდა დამთავრდეს იმ ადამიანების პარპაში ქვეყანაში ვინც ემსახურება ხელისუფლებას და ხელისუფალს, უნდა მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში, ვინც ხალხს მოემსახურება“ – აცხადებს შაშიაშვილი.

“მე თუ გავიმარჯვებ, არც მაშინ იქნება თქვენი მდგომარეობა კარგი, თუ გავიმარჯვებ, თქვენ პოლიტიკიდან უნდა წახვიდეთ, მაგრამ მე თქვენი ფასი ვიცი და ბიზნესში თქვენ სერიოზული რამის გაკეთება შეგიძლიათ. ამიტომ მე არ გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, უპირველესად საქართველოა” – მიმართა შაშიაშვილმა ივანიშვილს.

თემურ შაშიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის სიტყვები გაიხსენა – „სააკაშვილი ამბობდა, შევარდნაძის შემდეგ პრეზიდენტი შაშიაშვილი უნდა იყოსო. მე მას ვუთხარი თავის დროზე, როცა კენჭისყრა დადგა 2004 წელს – შენი გარდარჩენა არის ჩემი გამარჯვებათქო და არ დაიჯერა, მე მაშინ მეორე ადგილზე გავაედი და ვუთხარი, შენთვის ეს გამარჯვება არის დამარცხების ტოლი, ჩემტვის კი გამარჯვების ტოლფასი“ – აღნიშნა შაშიაშვილმა და ამჯერად ბიძინა ივანიშვილს მიმართა, ან ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები, ან მას მოუწევს იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც ლევან ვასაძემ ურჩია – წავიდეს პოლიტიკიდან.

„თქვენს წინაშე ბატონო ბიძინა არის ორი არჩევანი – თქვენ თუ შეძლებთ იმას რომ ამ არჩევნებში ყველა ვექნება საშიალება ერთნაირი დრო გვქონდეს და არ იქნება გაყალბება, თქვენ იქნებით საქართველოს ისტორიაში დიდ ფიგურად დარჩენილი, თუ არადა გელოდებათ ის, რაც ბატონმა ვასაძე გირჩიათ. მოხდება დიდი ქართული ძალის გაერთიანება და სოროსელ ძალებს არ მივცემთ ქვეყანაში პარპაშის საშუალებას. ვინც გარედან დაფინანსებულა და გარედან მომართულა, ის ვერასდროს ვერ იქნება ქართული სულით“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

წყარო: http://www.newposts.ge/?l=G&id=186186-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%2C+%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *