(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: შემირცხვენია ის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტად ზურაბიშვილი, ვაშაძე ან ბაქრაძე ეყოლება!

ვესაუბრებით საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს თეიმურაზ შაშიაშვილს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას – გონივრული არჩევანის გაკეთებისკენ, ბიძინა ივანიშვილს კი სამართლიანი და ჭეშმარიტად სახალხო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ამომრჩეველთან ყველა შეხვედრაზე საუბარს ასე ვიწყებ და თქვენთან ინტერვიუც მინდა ამ სიტყვებით დავიწყო – „ჰეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს. ლაშა ნადარეიშვილის ეს ლექსი პირველად რომ წავიკითხე მას შემდეგ ზეპირად მახსოვს. დღეს ჩვენს ქვეყანაში სწორედ ის მომენტი დგას, როცა თითოეულმა ამომრჩეველმა საკუთარ თავს უნდა უთხრას – „სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!“

  -მაინც რა არ უნდა შეეშალოს სამშობლოსთან ამომრჩეველს, რომელიც 28 ოქტომბერს საარჩევნო ურნასთან დადგება და სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს ხმას? 

– თუ ქართველი ხალხი ახალ პრეზიდენტს ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი ბანაკის – „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის შეარჩევს, ჩათვალეთ რომ მომდევნო ორი წელიწადი, სანამ 2020 წლის საპარალმენტო არჩევნები ჩატარდება. ქვეყნისთვის დაკარგულია და შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი მივიდეთ.

მოკლედ, ვინც ხალხს ეუბნება, რომ თანაბარი კანდიდატები ზურაბიშვილი, ვაშაძე და ბაქრაძე არიან, მას სამშობლოსთან უკვე ეუბნებ, მაგრამ სამშობლოსთან უკვე ეშლება, მაგრამ სამშობლოსთან კიდევ უფრო მწარედ შეეშლება იმას, ვინც არჩევანს ამ სამ კანდიდატს შორის გააკეთებს.

 – ე.ი. ამომრჩეველს მოუწოდებთ, რომ  ხმა თქვემ მოგცენ?

 არ ვაპირებ ვინმეს ჩემი თავი დავაძალო, მაგრამ ყველას შევახსენებ ერთ რამეს: ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე თქვა – შუა უნდა გაიკრიფოსო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ორი ძალა, – „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ უნდადარჩენილიყვნენ, რომლებსაც ქვეყნის გარეთ ერთი და იგივე პატრონი ჰყავთ. თუ ქართველ ხალხს არ უნდა, სამშობლოსთან რამე შეეშალოს, არჩევნები სწორედ „გაყოფილ შუა“ უნდა შეაჩეროს და უარი უთხრას როგორც „ოცნების“ ფავორიტებს, ასევე ნაცმოძრაობის ორივე კანდიდატს

რა თქმა უნდა, ვაშაძე და ბაქრაძე ნაცმოძრაობის კანდიდატები არიან, რადგან სააკაშვილი და ბოკერია ყოველთვის ერთნი იყვნენ და ახლაც ერთნი არიან.

როცა ქვეყანაში პარტიული კონსტიტუცია,  პარტიული საარჩევნო სისტემა და პარტიული კანონები გვაქვს. პრეზიდენტად პარტიული კანდიდატის არჩევა ქვეყნის  საბოლოო დაღუპვისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 – კი მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ხომ არაპარტიული კანდიდატია?

სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე პარტიული კანდიდატი! სამარცხვინოა, როცა მმართველი პარტია ვითომდა საკუთარ კანდიდატს არ ასახელებს და მთელ ადმინისტრაციულ რესურსს ახმარს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც დამოუკიდებელ კანდიდატად მოიხსენიებან. ეს ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდებაა.

ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილს მილიონი ლარი აჩუქა და კიდევ ერთი მილიონი  „ქართუ ბანკიდან“ სესხად მისცა. მის წინასაარჩევნო შეხვედრებს კი „ქართული ოცნების“ მერები და გუბერნატორები ესწრებიან. ეს არის “დამოუკიდებელი კანდიდატი“ და ეს არის სამართლიანი საარჩევნო გარემო?

 – კარგი რა,ბატონო თემურ, შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელ გუბერნატორს წინასაარჩევნო პროცესში გუბერნატორების მონაწილეობა გიკვირთ?

ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ გუბერნატორი ვიყავი, მაგრამ არასდროს ვყოფილვარ „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი.  მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიაში გაწევრიანებას ცალკე შევარდნაძე მეხვეწებოდა და ცალკე – სააკაშვილი.

იმასაც შეგახსენებთ, რომ სწორედ გუბერნატორობისას პრეზიდენტ შევარდნაძესაც და მისი მთავრობის იუსტიციის მინისტრი სააკაშვილსაც სასამართლოში ვუჩივლე და ორივე მათგანს პროცესი მოვუგე.

ძალიან კარგად მახსოვს, ერთხელ შევარდნაძემ რომ დამირეკა და მთხოვა, – ზურაბ ჟვანია სამტრედიაში შეხვედრებს მართავს და შენც შეუერთდიო, მაგრამ ვუთხარი – ჟვანია სამტრედიაში პარტიის ინტერესების გამოა ჩამოსული,მე კი „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი არა ვარ და მასთან არაფერი მესაქმება-მეთქი.

-ისე, შევარდნაძე თქვენგან ასეთ ურჩობას როგორ ეგუებოდა და იმერეთის გუბერნატორის პოსტოდან როგორ არ გაგათავისუფლათ?

შევარდნაძემ მშვენივრად იცოდა, რომ ყოველთვის მართალი ვიყავი. 2001 წელს, როცა ბორჯომში შევარდნაძეს ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადება გადავეცი, იქვე ვუთხარი, – თქვენ წინაშე ორი არჩევანია, ან საქართველოს ისტორიაში დიდი განზომილების პიროვნებად დარჩებით, ან თქვენი მოღვაწეობის პერიოდი არარაობად იქცევა – მეთქი. მაჩვენეთ სააკაშვილის ან ივანიშვილის პერიოდის რომელიმე გუბერნატორი,ან თუნდაც მინისტრი, რომელიც სააკაშვილს ან ივანიშვილს ამის თქმას გაუბედავდა! „ვარდების რევოლუციამდე“ ორი დღით ადრე, როცა შევარდნაძეს მისსავე მისაღებში შევხვდი, მითხრა – დიდი მადლობა იმისთვის,რომ ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდიო.

 – საპრეზიდენტო არჩევნების თემას დავუბრუნდეთ…

ძალიან არ მინდა დავიჯერო ის, რასაც ხალხი ლაპარაკობს – „ქართულ ოცნებასა“ და ბოკერიას გუნდს შორის ფარული გარიგება არსებობს, რომელიც პრეზიდენტად ბაქრაძის გაყვანას გულისხმობს! დიახ, არ მინდა ეს მჯეროდეს, თუმცა ვერაფერს გამოვრიცხავ, რადგან  ბოკერია საქართველოში ამერიკის მთავარი წარმომადგენელი.

არცთუ დიდი ხნიხ წინათ, როცა სააკაშვილის მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან ღია გულახდილი საუბარი მქონდა, მან მითხრა – სააკაშვილთან რაღაცაზე მოვილაპარაკებდი და შევთანხმდებოდით, რა უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი იცვლებოდა,  რადგან სააკაშვილთან შუა ღამით ბოკერია მიდიოდა და თავის ჭკუაზე გადაჰყავდაო.

ასეა თუ ისე, რამე გარიგება  არსებობს თუ არ არსებობს, ყველამ, ვისაც ბიძინა ივანიშვილისადმი ოდნავი პატივისცემა  მაინც გააჩნია, მას პირში უნდა უთხრას, – ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა პრეზიდენტობის კანდიდატად ზურაბიშვილი დაასახელა

– პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ტელედებატებში გამოიწვიეთ, თუმცა თქვენს შეთავაზებას ჯერ არავინ გამოხმაურებია და დიდიალბათობით, არც გამოეხმაურებიან.

ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ცხვირაბზუებული დადის. არადა, ვინ არის ვაშაძე,ბაქრაძე ან ზურაბიშვილი, რომ ცხვირს მიბზუებენ. მაშინ, როცა ჩემს თავზე წისქვილის ქვახ კი დატრიალებულა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაქოქილ ტანკებს წინ გადავდგომივარ, რომ ქვეყნისთვის სისხლისღვრა ამეცილებინა. სამშობლოსა და ხალხის სამსახურში თავი არასოდეს დამიზოგავს და საქართველოს ინტერესებისთვის  არასოდეს მიღალატია.

  – შეგიძლიათ, თქვენს კონკურენტ საპრეზიდენტო კანდიდატებს „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან უთხრათ ის, რასაც მათ ტელედებატებში ეტყოდით.

 ყველა კანდიდატს ვეუბნები: ამომრჩეველს ერთად შევხვდეთ, მე იმაზე ვილაპარაკებ, რაც აქამდე გამოკეთებია, თქვენ კი მარტო იმაზე ისაუბრეთ,  მომავალში რას გააკეთებთ. ის, რის გაკეთებასაც თქვენ მომავალში აპირებთ, იმაზე უკეთესი თუ აღმოჩნდება, რაც მე უკვე გაკეთებული მაქვს,ბოდიშს მოგიხდით,ხელს ჩამოგართმევთ და თქვენს მხარეზე გადავალ.

საპრეზიდენტო კანდიდატებს ასევე ვთავაზობ – მივიდეთ მეცნირებათა აკადემიაში და ერთად ან თუნდაც ცალცალკე წარვსდგეთ მეცნიერთა წინაშე.

 მე ჩემს საარჩევნო პროგრამაში ხაზგასმით მიწერია, რომ გაპრეზიდენტებიდან ორი წლის თავზე ნდობის რეფერენდუმს ჩავატარებ დათუ ხალხი ნდობას აღარ გამომიცხადებს, გადავდგები.ნმაჩვენეთ, რომელ კანდიდატს გიწერიათ ასეთი რამ თქვენს პროგრამაში?

ჩემს საარჩევნო პროგრამაში მოცემულია საფუძვლიანი ანალიზი, თუ რა პოტენციალი გააჩნია საქართველოს. მაჩვენეთ, რომელ თქვენგანს აქვს გაწერილი ასეთი ანალიზი საარჩევნო პროგრამაში?

მე ჩემს საარჩევნო პროგრამაში სრულადმაქვს გაანალიზებული საქართველოს დღევანდელი რეალობა და მაქვს ხედვა, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ მძიმე რეალობიდან ასე, რომ ქვეყანამ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება შეძლოს. მაჩვენეთ, რომელი თქვენგანის პროგრამაშია მოცემული მსგავსი რამ?!

დიახ,მე მოვდივარ კონკრეტული პროგრამებით და როგორც მეცნიერებათა აკადემიაში თქვეს, ასეთივე ნაღდი,მართალი, ქართული პროგრამა დღეს საქართველოში არ არსებობს!

 – და მაინც, ფაქტია,რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში სამი მთავარი კანდიდატია გამოკვეთილი- სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე.

პირდაპირ ასედაწერეთ – შემირცხვენია ის ქვეყანა, რომელიც პრეზიდენტად ზურაბიშვილი, ვაშაძე ან ბაქრაძე  ეყოლება! და კიდევ, ძალიან სამარცხვინოა, როცა საპრეზიდენტო არჩევნების მთავარ საკითხად სააკაშვილის დაბრუნება არდაბრუნების საკითხი იქცა. ერთი გამოდის და ამბობს, „მე ჩამოვიყვან სააკაშვილს“ ,მეორე   ამბობს – „მე არ ჩამოვუშვებ სააკაშვილს!“ სასაცილონი ხართ ერთიც და მეორეც! სააკაშვილი არის ერთი შლეგი, რომელიც იმ წუთშიდამთავრდება, როგორც კი საქართველოს კარგი პრეზიდენტი ეყოლება.

სწორედ მე ვიქნები ის პრეზიდენტი,რომელიც სააკაშვილს სამუდამოდ დაამთავრებს, რდგან ჩემი სახით ხალხი ნახავს, რას ნიშნავს ნამდვილი, სახალხო , ქვეყნისთვის  დამაშვრალი პრეზიდენტი.

  – თქვენ საპრეზიდენტო არჩევნებში 2004 წელსაც იყრიდით კენჭს და თუ არ ვცდები,მეორე ადგილზე გახვედით.

 დიახ, მეორე ადგილზე გავედი.მაგრამმაშინ ადგილს ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. კარგად ვიცოდ, რომ სააკაშვილი ქვეყნის გარედან უკვე დანიშნული იყო საქართველოსპრეზიდენტად და არჩევნები მხოლოდ ფორმალობის გამო ტარდებოდა,მაგრამ მაინც ვიყარე კენჭი, რადგან ხალხის წინაშე მართალი ვყოფილიყავი და საქართველოს მოსახელობისათვის მეთქვა, რომ სააკაშვილისთვის ხმის მიცემით დიდ შეცდომას უშვენდნენ და ქვეყნის დაღუპვას აძლევდნენ ხმას.

სხვათაშორის, „ვარდების რევოლუციამდე“ ორი დღით ადრე, ქუთაისში ბოკერია გამომიგზავნა, რომელმაც შემომთავაზა-თანამდებობიდან გადადექი, შევარდნაძეს ღიად დაუპირისპირდი და ჩვენი გუნდის ლიდერთა სამეულში ადგილი გარანტირებული გექნებაო.

 – მერედა, რა პასუხი გავცეთ ბოკერიას?

ვუთხარი, რომ სააკაშვილის გვერდით  დადგომა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო და უარით გავისტუმრე. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი შევარდნაძე გადადგომას, უარით გავისტუმრე, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, შევარდნაძ გადადგომას აპირებდა.

გარდა ამისა, იყო დრო, როცა სააკაშვილი მთავაზობდა – პარტია ერთად შევქმნათო, მეუბნებოდა, ამერიკის საელჩო თვეში 25 ათას დოლარს მარტო ჯიბის ფულად მაძლევს და შენც მოგცემენო,მაგრამ ამაზეც უარი ვთქვი.

დიახ, ისეთ ცდუნებებს გავუძელი, რომელთა გაძლებაც ადვილი ნამდვილად არ იყო და დღეს მამაპაპისეულის გარდა არაფერი გამაჩნია, არც სახლი, არც კარი, არაფერი! ვეუბნები ქართველ ხალხს – მეც ისე ვცხოვრობ, როგორც თქვენ,მეც მაქვს მაღაზიებში ვალები და ბანკებში მეც ვიხდი პროცენტებს.

  – პირდაპირ გკითხავთ, ფიქრობთ, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსები გაქვთ?

თქვენ წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის მომხრეებს შორისაც კი, ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც ხმას სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს კი არა, მე მაძლევენ. საქართველოს დღეს ისეთი პრეზიდენტი სჭირდება,  რომელსაც თავგანწირვით მუშაობა და თავის შეწირვა შეუძლია და სწორედ მე ვარ ის პიროვნება, რომელიც მზად არის თავგანწირვით ემსახურება ქართულ ინტერესს, ქართულ საქმესა და საქართველოს ერთიანობას.

თუ არჩევნების ბედი ისე გადაწყდება, როგორც ახლა მიდის არჩევნები, მაშინ ბიძინა ივანიშვილი ცუდად დაამთავრებს! არადა მას აქვს შანსი, საქართველოს ისტორიაში ღირსეულ და გამორჩეულ პიროვნებად დარჩეს, რომელმაც სახალხო პრეზიდენტი მოიყვანა და ეს არა ფულით, არამედ სამართლიანი სისტემით მართალი არჩევნებით გააკეთა.

 – მაინც რა უნდა მოიმოქმედოს ამისთვის ბიძინა ივანიშვილმა?

ხომ ამბობს რომ ქველმოქმედია და ეროვნულ საქმეებს აკეთებს? მაშ ადგესდა ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს ყველა ტელეარხზე თანაბარი სარეკლამო დრო უყიდოს. რა უნდაიყოს უფრო დიდი ქველმოქმედებადა ეროვნული საქმე, ვიდრე ის, რომ ხელი შეუწყოამ კაცის პრეზიდენტად მოსვლას, რომელიც ხალხს სურს და ხალხისთვისუკეთესია?!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ზურაბიშვილს, ვაშაძეს და ბაქრაძეს შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან მძიმე მომავალს ნიშნავს, არადა  ძალიან კარგად ვიცი ბიძინა ივანიშვილის ფასი და მშვენივრად მესმის, რომ იგი საქართველოს სჭირდება ოღონდ არა პოლიტიკოსის ამპლუაში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ქველმოქმედის დავით სარაჯიშვილმა თქვა – წესიერება ყველა ფულზე დიდი არისო.

ბატონო ბიძინა, თქვენ თქვენი ფულით წესიერი არჩევნების ჩატარება შეგიძლიათ. მიეცით ფულს იმის ძალა, რომ ქვეყანა წესიერება მოიყვანოს!

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *