მარი ბიბილური: დიახ მე ვოცნებობ,რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი!

ერთმა ქალბატონმა მომწერა,როგორ ტყუილად დაფრინავთ ოცნებებშიო და აქ მინდა გავცე პასუხი:

ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი,ახლოს არასოდეს მინახია,მაგრამ ბევრი მსმენია მის ადამიანობაზე,ი მაზე რომ ის არის უღალატო,ნამდვილი მართლმადიდებელი ქრისტიანი,საუკეთესო პოლიტიკოსი,ერუდირებული,მოწესრიგებული და გაწონასწორებული პიროვნება,მოუსმინეთ ამ ადამიანს,თუ მუქარა გაგიგონიათ მისი პირიდან, ვინმეს მიმართ?!
დავიღალეთ ამ ნაც-ქონების უაზრო კამათით,ყველას დავიჭერთ,მოვკლავთ,ციხეში ჩავალპობთ,ვინღა დარჩათ მოსაკლავი და ციხეში ჩასალპობი თუ არა თავიანთი თავები….

და ბევრი რომ არ გავაგრძელო,ქალბატონო ნონა,დიახ მე ვოცნებობ,რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი.

მაგრამ ოცნებებშიც, არის სხვაობა,ჩვენი ოცნება სუფთა და წმინდაა,უფლის ლოცვით და ქართული სულისკვეთებით გამჯდარი, ჩვენი ოცნების მტრედი,თეთრი ქათქათა და სუფთაა ,მასზე ძმათა სისხლის ერთ წვეთსაც ვერ ნახავთ,მისი ფრთები ლაღი და ჰაეროვანი,უფალმა დალოცოს ჭეშმარიტი ქართველების გული მე მჯერა რომ გავიმარჯვებთ, მჯერა ჩემი რჩეული ადამიანის და მისი სიმართლის,და ამ სიმართლესთან ერთად ამაყად დავფრინავ,როგორც ის თეთრი ქათქათა მტრედი!

პატივისცემით:მარი ბიბილური.
16.10.2018

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *