თეიმურაზ შაშიაშვილის შტაბი განცხადებას ავრცელებს

თეიმურაზ შაშიაშვილის გუნდი  ვუცხადებთ მკაფიო პროტესტს ფარული ჩანაწერებით წინასაარჩევნო გარემოს დაბინძურების მცდელობას.

მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებას უკვე დაუკარგეს შეგრძნება, სადაა სიმართლე და სად ტყუილი.

და ძალიან სამწუხაროა, რომ ფარული ჩანაწერები და სიბინძურე საბოლოოდ აქციეს  საარჩევნო პროცესის ნაწილად.

ვაცხადებთ ღიად – ოცნება და ნაციონალური მოძრაობა თუ  ევროპული საქართველო, ჩვენთვის ისევ და მხოლოდ 2 შეთამაშებული ძალაა;

და ისინი შეგნებულად, მიზანმიმართულად და ხელოვნურად ძაბავენ წინასაარჩევნო სიტუაციას.

ახდენენ საზოგადოების ნევროტირებას,  რათა ან საერთოდ ჩაშალონ არჩევნები, ან გააყალბონ ის სათავისოდ.

ყველამ კარგად ვიცით, ტოტალური გაყალბების გარეშე, ვერცერთი მათგანი ვერ იმარჯვებს.

ჩვენ მოვითხოვთ, ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და 25 ოქტომბრამდე შუალედური ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებას საგამოძიებო მოქმედებების  მიმდინარეობის თაობაზე.

საზოგადოებას კი ჩვენის მხრივ, მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და ვთხოვთ, ნუ ჩაერთვებიან სააკაშვილი – ივანიშვილის მიერ დადგმულ ამ სამარცხვინო სპეკტაკლში.

აუცილებლად  მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი ხმის მიცემით.

ჩემი სუბიექტური რჩევაა – ხმა მივცეთ მესამე , ნეიტრალურ ძალას ან კანდიდატს;

და არცერთ შემთხვევაში ქართულ ოცნებას, თუ მარტივ მამრავლებად დაშლილ ნაციონალურ მოძრაობას და მათ სატელიტ კანდიდატებს.

არჩევნების ჩატარება იქნება ყველაზე ღირსეული პასუხი ამ ორი უკვე ყველასთვის მიუღებელი  პოლიტიკური ძალის მიერ წინასაარჩევნოდ დადგმულ ბინძურ სანახაობაზე.

წყარო: http://progressnews.ge/theimuraz-shashiashvilis-shtabi-gantskhadebas-avrtselebs/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *