ეს თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა!

მიმართვა ქართულ ტელეარხებს

ხვალ, 19 ოქტომბერს, 20 წელი სრულდება სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილების იმ ავბედითი დღიდან, რომელიც ადვილად შესაძლებელი იყო საბედისწერო გამხდარიყო საქართველოსთვის!

დიახ, ზუსტად 20 წლის წინ, 1998 წლის 19 ოქტომბერს, ამბოხებული აკაკი ელიავას სამხედრო დანაყოფი სენაკიდან თბილისისკენ  დაიძრა, რომლის მიზანი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება და მაშინდელი ხელისუფლების დამხობის იმიტირება იყო.

კარგად გვახსოვს, თუ როგორ შეაჩერეს ამბოხებულები ქუთაისის შესასვლელთან და როგორ გადაურჩა საქართველო მაშინ მოსალოდნელ სისხლისღვრას.

ყველამ ვიცით, რომ ამ მოვლენის ეპიცენტრში იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი, საქართველოს პრეზიდენტობის  დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი იდგა, რომელმაც გარისკა და საკუთარი სიცოცხლის ფასად  გადაწყვიტა მოლაპარაკება ამბოხებულებთან, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო.

მოვუწოდებთ ქართულ ტელეარხებს („საზოგადოებრივი არხი“ , ტელეკომპანია „იმედი“, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ ტელეკომპანია „ობიექტივი“, ტელეკომპანია „კავკასია“, ტელეკომპანია „მაესტრო“)- ისარგებლონ არქივით და მაყურებლებს კიდევ ერთხელ შეახსენონ, თუ რა უბედურებას გადაურჩა1998 წლის 19 ოქტომბერს საქართველო.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *