(newposts.ge) ჩვენთვის მიუღებელია ზოგიერი კანდიდატის განცხადებს, რომ თითქოს აფხაზეთი და სამაჩაბლო ხელს უშლის ქვეყნის აღმავლობას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა სახალხო დიპლომატიის“ – გიორგი შარვაშიძე

კატეგორიულად არ ვეთანხმებით ზოგიერთი პრეზიდენტობი კანდიდატის განცხადება იმასთან დაკავირებით, რომ თურმე სამაჩაბლოს და აფხაზეთის გარეშე შესაძლებელია ქვეყნის აღმშენბლობა და მეტიც, თურმე ხელაც კი უშლის ეს რეგიონები აღმავლობას – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის თემურ შაშიაშვილის მხარდამჭერმა, გენერალ გიორგი შარვაშიძემ ტერიტორიული მთლიანობი საკითხზე საუბრისას განაცხადა.როგორც მან „2020 ნიუსის“ პრესკლუბში ჟურნალისტებს განუმარტა, თემურ შაშიშავილს და მის გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობების აღდგენის.

„ბატონ თემურ შაშიაშვილს აქვს კონკრეტული გეგმა. პრაქტიკულად არ არსებობ არანაირი დიპლომატია, მხოლოდ სახალხო. როცა ჩვენ ჩავდიოდით აფხაზეთში იქ უკვირდათ, რომ 2004 წლიდან საქართველოს ყველა ხელიუფლება თავს იკავებს აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში, ეს გულსატკენია, ჩვენ გვიყვარ ეს ხალხი და პატივს ვცემთ ყველას ვისაც საქართველოსთვი კარგი უნდათ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ თემურ შაშიაშვილის პრეზიდენტობის დრო დიდი ყურადღება მიექცევა ამ საკითხს. დღესაც ჩვენი წარმომადგენელი გიორგი ანჩაბაძე ლექციებს კითხულობს სოხუმში და დიდი ინტერესით უსმენენ მის ლექციებს. აფხაზების თვითშეგნება ემთქვევა ქართულს, მე არ ვგულისხმობ დღევანდელ ხელიუფლებას. მათ ესმით, ტრადიციები, რომ არ უნდა გავყიდოთ ჩვენი მიწები, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ეკლესიას – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

წყარო: http://www.newposts.ge/?l=G&id=187592-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94%2C+%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%2C+%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98&fbclid=IwAR3BmJQRQw6XaLW4iXEygsItCA1CwBLZiJ3pxz7VWeDdE2pBSOuk2GcJ330

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *