(euronews.ge),არასწორად მიმაჩნია, რომ წიხლებით გაყვანილი კანდიდატები არიან კვალიფიციურები და შაშიაშვილი-არა”

„საარჩევნო კამპანიის დროს, თითქმის ყველგან დავყვებოდი პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს, თეიმურაზ შაშიაშვილს და ძალიან შესამჩნევია ის გარემო, რაშიც პრეზიდენტობის კანდიდატები იმყოფებიან. დღევანდელი პრესკონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზთაგანი ის არის, რომ როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიბრძანდა ბატონი თემური, შენობაშიც კი ვერ შეძლო შესვლა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ვიღაცეებს რაღაც დავალებები აქვთ მიცემული და ძალიან დიდი კითხვის ნიშანი გამიჩნდა. როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ვერ შედის პრეზიდენტობის კანიდატი, თუნდაც ხელმძღვანელობასთან, გამოდის, ხალხის ტელევიზია, ხალხის მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატს შიგნით არ უშვებს. ეჭვი გამიჩნდა, თუნდაც ხომ არ არის გაცემული მითითებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი თითქმის 30 წლის განმავლობაში, როგორ ტარდებოდა არჩევნები და როგორ ყალიბდებოდა. თითზე ჩამოსათვლელი რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც მეტ-ნაკლებად მართლად იყო ჩატარებული არჩევნები“, – განაცხადა გენერალმა გიორგი შერვაშიძემ პრესკონფერენციაზე.

გიორგი შერვაშიძემ ასევე განაცხადა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, იმ კვალიფიციური კანდიდატებიდან, რომელიც დღეს არიან წარმოდგენილი, რომელიმე იყოს ქვეყნის მთავარსარდალი.

„გული მტკივა თეიმურაზ შაშიაშვილზე, მინდა, რომ ასეთი ხალხი ბევრი იყოს. ბოდიშს ვუხდი ყველა პრეზიდენტობის კანიდატს, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი კანდიდატი დღეს არ არის. მე წარმომიდგენია პრეზიდენტი პირველ რიგში, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი და როცა გადავავლებთ თვალს იმ კანდიდატთაგან, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, უბრალოდ, ვერცერთი ვერ წარმომიდგენია უმაღლეს მთავრსარდლად. გთხოვთ, დაფიქრდეთ ამაზე, თუ ვინ რისი გამკეთებელია, როცა ღმერთმა არ ქნას და მოუწევს პრეზიდენტს უმაღლესი მთავარსარდლობა განსაკუთრებულ პირობებში.

მე ვიცნობ მას ძალიან კარგად, ქუთაისში როდესაც ვიყავი ბრიგადის გენერალი, უშუალო შეხება მქონდა მისი გუბერნატორობის დროს. კარგად ვხედავდი, როგორ წინააღმდეგობას უწევდა ის არასწორ გადაწყვეტილებებს; როგორ წინააღმდეგობას უწევდა არა მარტო ქუთაისში და მთელი გუბერნიის მასშტაბით, არამედ, როდესაც ცენტრალურ ხელისუფლებაში გამოდიოდა დებატებში და დემონტრაციულადაც გასულა თათბირებიდან, შეხვედრებიდან, უშიშროების საბჭოებიდან… თავისი პოზიცია ყოველთვის ჰქონდა, ამით პრობლემებს იქმნიდა, რა თქმა უნდა, მაგრამ უკან არასოდეს დაუხევია. გული მტკივა, როდესაც ოთხი კანდიდატი წიხლებით არის გაყვანილი უპირველეს კანდიდატებად, ისინი კვალიფიციურები არიან და თეიმურაზ შაშიაშვილი არის არაკვალიფიციური, არასწორად მიმაჩნია“, – აცხადებს შერვაშიძე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *