მეგობრის წერილი: გული არ გაიტეხოთ,ეს დამარცხება ზოგიერთ გამარჯვებას სჯობს!

დღეს არ წყდება მომავალი საქართველოსი! ჩვენი დროც დადგება და ნახირი ხალხად გადაიქცევა!

შევარცხვინე ის ქვეყანა სალომეს და გრიშას,  შაშიაშვილზე წინ რომ დააყენებს! ბატონო თემურ!

თუ ხვალიდანვე დავიწყებთ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და ერთგული ხალხის მოძებნას რეგიონების მიხედვით,გავიმარჯვებთ. სოფელ_სოფელ წოწიალმა მასწავლა რა უნდა ხალხს.გული არ გაიტეხოთ,ეს დამარცხება ზოგიერთ გამარჯვებას სჯობს. 9486 ან ცოტა უფრო მეტი გმირი და თავზეხელაღებული მომხრე გვყავს საქართველოში!თუ არა ასეთები სხვა ვინ გამოგვყვებოდა ამ სასტიკ ომში? ამდენი არაგველი რომ ჰყოლოდა ერეკლეს, მუსრს გაავლებდა მტერს. ჩვენ კი შინაურ ბრიყვებთან და „ძე შეცდომილებთან“ გვიხდება ბრძოლა და იმით ვართ ბედნიერნი, რომ სწორედ მათივე ბედნიერი მომავლისთვის „ვებრძვით“ მათ!ღმერთმა მოგვმადლოს მოთმინების და შენდობის უნარი!

მწერალი და პუბლიცისტი ზაალ ნემსაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *