როგორ მოვიქცე, წავიდე თუ მეორე ტურს ბოიკოტი გამოვუცხადო?

არჩევნებში ხმა თემურ შაშიაშვილს მივეცი და ამას ერთი წამითაც არ ვნანობ, პირიქით, თუ კვლავ შანსი მექნებოდა ასჯერვე ავირჩევდი. ახლა კი დილემის წინაშე ვდგავარ, როგორ მოვიქცე, წავიდე თუ მეორე ტურს ბოიკოტი გამოვუცხადო. თუ წავალ და ჩემს მოქალაქეობრივ ვალს მოვიხდი ვინ ავირჩიო? რადგან, არჩევანის საშუალებაც კი არ დამიტოვეთ.

მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნებში დიდი ენთუზიაზმით “ოცნება” ავირჩიე, (სიმართლე გითხრათ არ ვნანობ), რადგან ვფიქრობ, რომ მაშინ დიდი საქმე გააკეთეთ და მტარვალები მოგვაშორეთ დღეს კი მათთან კოაბიტაციაში შეხვედით და დღემდე დამნაშავეებთან ერთად ერთ მაგიდასთან სხედხართ.

რამდენი სისულელე ჩაიდინე ხელისუფლებავ. ჯერ იყო და დამნაშავეები ღირსეულად დააწინაურეთ და უპირობოდ გზა გაუხსენით ახალი დანაშაულისკენ. მეორედ, მათ ანკესს ,,ღირსეულად” წამოეგეთ და “გირჩის” მიერ დათესილი კანაფი და დამნერგავიც ლამის გააპრეზიდენტეთ. (აბა მე დამეთესა თუ არ დამიჭერდით). მესამე ისაა, რომ არც პიარი გაქვთ და მრჩება შთაბეჭდილება ვიღაცის ან რაღაცის გეშინიათ. გაიღვიძეთ. ქვეყანას ყავს არაჩვეულებრივი პიროვნებები, მეცნიერები, გამოჩენილი ადამიანები… რატომ არ გინდათ ჩართოთ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ასეთი გენოფონდი. გამოფხიზლდით და გადადგით ჯანსაღი ნაბიჯები, მოსახლეობამ უკვე შემოგილაწუნათ და თუ ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვართ და თქვენში ჯერ კიდევ არის პატრიოტიზმი ნუ ჩაუგდებთ ქვეყანას მტარვალებს და ნუ აიძულებთ ადამიანებს არჩევანი ისევ იმ სისხლისმსმელებზე გააკეთონ, რადგან სხვა არჩევანს არ უტოვებთ. მართალია, მე თუ არჩევნებზე წავალ ცხადია ისევ ოცნებას ავირჩევ , მაგრამ კვლავ ,,ოცნების,, ამარად არ დამტოვოთ.

ქეთი ნაკაშიძე

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *