ხალხს სიცოცხლის ხალისი უნდა დავუბრუნოთ

ახალს არაფერს გეტყვით, უბრალოდ ვიტყვი, რომ გულგატეხილია მოსახლეობა, დასაქმებულიც, ჩემსავით თვითდასაქმებულიც და დაუსაქმებელს და უმუშევარს ხომ საერთოდ დილის გათენება არ უნდათ. დღეს ჩემსავით თვითდასაქმებული ადამიანი შემხვდა, წესიერი, მშრომელი კაცი, გორის რ-დან არის. ჩამოაქვს გორიდან ხილი ოზურგეთში და რეალიზაციას უკეთებს. ვისაუბრეთ, აშკარად გულგატეხილი და ნიჰილიზმით სავსე.

შევეცადე დამემუხტა დადებითად, წასვლისას მხარზე ხელი დამადო, მართალი ხარო და უკეთესი მომავლის იმედით და ოპტიმიმიზმით სავსე დამემშვიდობა. გამეხარდა და მესიამოვნა. რისი თქმა მინდა, ხალხს სიცოცხლის ხალისი უნდა დავუბრუნოთ ჯერ სიტყვით და მერე საქმეც უნდა მივაყოლოთ.

ასეთ ხალხს ხელისუფლებამ როგორ უნდა უღალატოს თუ უგულო და არაადამიანი არ ხარ. ხალხი მკერდით დაიცავს ხელისუფლებას, თუ იქნება ეროვნული და ხალხის საჭიროებების დამაკმაყოფილებელი და ინტერესების დამცველი… სიცოცხლის ხალისის დაბრუნება საქმის ნახევარი იქნება…
ზაალ ვარდოსანიძე

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *