გული თუ გაქვს, უნდა შეგძრას ყველაფერმა,რაც ქვეყაში ხდება.

პოლიტიკური პროცესი კვლავ ქუჩაშია.ეს აწყობთ პოლიტიკაში გამაგრებულ ყვარყვარეებს და ბიზნესში დანიშნულ მეჯღანუაშვილებს!

თითქმის 30 წელია ქვეყანაზე ყვარყვარეები და მეჯღანუაშვილები ბატონობენ. ამ პერიოდში ყველაზე მიტოვებულ და უარყოფილ მდგომარეობაში ხალხი და ქართული ინტერესი აღმოჩნდა.

პირდაპირ ვთქვათ, ირგვლივ ღალატია…ინტელიგენციის დიდი ნაწილი მხარედ იქცა,ან დუმს.ხალხში ძლიერდება აზრი,რომ ინტელიგენციამ გაგვყიდა.უიმედობაში მყოფი ხალხის მართვა და მოსყიდვა ადვილია. ყველაზე საშიში ის არის ვინც ხალხს ყიდულობს…ის ქვეყანას გვიყიდის.ასეთთა გამო,მოსახლეობის ნახევარი ქვეყნის გარეთაა და მათ ადგილს უცხო ტომელები იჭერენ, ქვეყანაში დარჩენილთა 80 პროცენტზე მეტს არ აქვს საშუალება,მიიღოს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი.

.ამას ჰქვია ქვეყნის დაკაბალება,მოსახლეობის გენოციდი

მორალურ-ზნეობრივი ადამიანების დიდი კონსოლიდაციაა საჭირო!

დღეს ძლიერი უნდა იყო,მორალური და ზნეობრივი უნდა იყო, რომ დაივიწყო პირადული და უღალატოდ დადგე ხალხთან… მორალის და უღალატობის პრინციპებზე დაყრდნობით შეგვიძლია ქვეყნის განთავისუფლება მედროვეებისგან.

დღეს ქვეყნის ,ქართული ცნობიერების ყოფნა-არყოფნის გზაგასაყარზე ვდგევართ… გადარჩენა არა პარტიებსა და მთავრობებს,არამედ მორალურ ადამიანებს,მათ კონსოლიდაციას შეუძლია.

ცალ-ცალკე ვერ გადავრჩებით…
ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით საქართველოსთვის!

დღეს მორალურ ადამიანთა თავგანწირულ დგომას შეუძლია ქვეყნის და ხალხის გადარჩენა!

დრო არ ითმენს…

http://www.tetrebi.org/?p=22946

აქ არის ჩვენი ხედვა…

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *