შორენა ჯანჰოთელი: მადლობა ადამიანებს, ვინც პირდაპირი ჩართვის საშუალებით გვამცნობს პროცესებს საქართველოდან

რამდენიმე წუთის წინ მოვისმინე პირდაპირი ლაივი საპრეზიდენტო დამოუკიდებელი კანდიდატის ბ-ნ თეიმურაზ შაშიაშვილის მიმართვით მორალური გუნდისორმირების თაობაზე. – კომენტარითურთ გავაზიარე-მაგრამ უშედეგოდ.

მინდა გითხრათ ჩემი აზრი პირადი ფბ გვერდის საშუალებით- საუბრიდან გამომდინარე. (ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის გულწრფელი დამოკიდებულება, რომელიც ლაივის კომენტარებში აშკარად იგრძნობა, იგრძნობა სასიკეთოდ, სანდო, სიყვარულით და იმედის განწყობით)

პირველ რიგში, მოგილოცავთ და შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს 100 000 წმინდანის მადლი… მადლობა ადამიანებს, საინფორმაციო- ტელევიზიებს, მედიატორებს, ვინც პირდაპირი ჩართვის საშუალებით გვაწვდის საარჩევნო მოქმედების შემდგომ პროცესებს საქართველოდან…

სამწუხაროდ, აშკარად ურთულესი, უთანასწორო და არადემოკრატიული არჩევნებია. – თითქოს ნაციონალების და ოცნების გარდა სხვა რეალობა არ არსებობს, თითქოს ნაციონალების და ოცნების კანდიდატების გარდა, სხვა კანდიდატები არ არსებობს. – სამწუხაროა რომ საზოგადოება ირჩევს თავის მძარცველს- ქართული დემოკრატიის “საუკეთესო ქართული ნიმუშით”, სამწუხაროდ, დიახ, ჩვენს ქვეყანაში ალბათ პრინციპული და მოაზროვნე ადამიანები თავსატეხია თვითმარქვია და ხელოვნურად შექმნილი ფსევდო ოპოზიცია-პოზიციური ხელისუფლებებისათვის. –

იმედია ღირსებას დავიბრუნებთ, არავინ არ ვართ უკვდავები, ყველა მოკვდავები ვართ და ჩვენი მომავალი თაობა ამიერიდან მაინც იმსახურებს იდგეს ამაყად მსოფლიო ცივილიზებულ ხალხებს შორის. – ვიმედოვნებ, რომ გათითოკაცება, რომელიც დიდი ხანია გვაოხერტიალებს, ერთობით და ძალისხმევით ყველაზე უმთავრესის ირგვლივ, უდავოდ გაგვაერთიანებს.- რადგან საკუთარი გამარჯვებით არავინ მარცხდება, ისევე როგორც საკუთარი დამარცხებით, ვერავინ იმარჯვებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდანების დღეს თქვენ და სრულიად ქართველობას.   წარმატებები ამ ურთულეს და მართლაც უთანასწორო ბრძოლაში

P.S ლაივის ლინკს თუ დამიდებთ, დიდი მადლობელი ვიქნები. !!! – (ან მომნიშნეთ) !!!გმადლობთ.

შორენა ჯანჰოთელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *