დავით ანდღულაძე: ჩვენ გვჯერა თქვენი და ვართ ერთად ამ უთანასწორო ბრძოლაში

ასეთი უპატივისმცემლობა მთავრობისგან მოსახლეობის მიმართ რაც ჩვენ ვნახეთ ნაცებისა და ქოცების დროს, შევარდნაძის დროსაც კი არ ყოფილა

ხალხი დაიღალა ამდენი ტყუილებით მოჩვენებითი ქვეყნის მართვით პრობლემებია ყველა სფეროში, მთავრობას არა აქვს კომუნიკაცია ხალხთან თუ არ ჩავთვლით იმ სატელევიზიო შოუებს სადაც კამერის წინ ბატკნებივით მოაქვთ თავი, სინამდვილეში კი ოქროს სასახლეები წამოჭიმეს ხალხის ფულებით, თითქმის 30 წელია ამ თავხედობებს ითმენს ჩვენი ხალხი..

მე ადრეც ავღნიშნე და ეხლაც მინდა უთხრა ჩვენს მკითხველს, რომ თეიმურაზშაშიაშვილი ერთადერთი პატიოსანი, სამშობლოს მოყვარული,არაკორუმპირებული და ნამდვილი პროფესიონალი პოლიტიკოსია იმ გუნდთან ერთად სადაც არიან ჩვენი გამოჩენილი აკადემიკოსები პროფესორები და ყველა დარგის მეცნიერები ხელოვან ხალხთან ერთად ,რომლებიც მზად არიან ხალხის მხარდაჭერით უანგაროდ ემსახურონ თავის სამშობლოს და გაიყვანონ აღმავლობის გზაზე.
ასე რომ, ჩვენ გვჯერა თქვენი და ვართ ერთად ამ უთანასწორო ბრძოლაში რაც ქართველი ხალხის გამარჯვებით უნდა დამთავრდეს!

პატივისცემით დ. ანდღულაძე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *